მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ზმეიკები ქუჩებისთვის
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] - აპაპაპა, „პოპულის" მიმართულებით არ წეიყვანო მაგი მანქანა, თვარა დეგემტვრევა! - ჯავახიშვილიდან და ბუხაიძიდან შემოუარე-თქვა! - შევყვირე მაშინათვე, რავარც კი გამარჯვების მოედანზე შეაქროლა შოფერმა თავისი ტაქსად გადაკეთებული „ბეემვე".
- რავა გეკადრება, ქაიხოსრო როსტომიჩ, გაპრიალებული ასვალტი როა, ვერ ხედავო? - მიპასუხა არხეინათ ჩემმა ნაცნობმა ვიტალიამ და ქე გამაფრინა ჩიტივით. თვალს არ უჯერებდი: სა იყო ამდენი ხნის ნაჯიჯგნ-ნაგლახავები ქუჩა, გვერდზე დაწყობილი ტრუბები და პაკრიშკების დოუძინებელი მტერი - ქვაღორღი, არც შეჯგუფულად მორახრახე ტრანსპორტი ჩანდა სადმე: წვიმით დანამულ, სარკესავით გაპრიალებულ შავ ასვალტზე იქეთ-აქეთ მიფრინავდენ ნაირნაირი მანქანები.
- აუ, ქეა ახლა ლამაზი ეს ქუჩა, მარა... რათ გინდა!.. - ამოიხვნეშა ჩემმა ოჯახობამ. - გაახსენდებათ მალე, რო რომელიცხა ტრუბაა კიდო ხელახლა ჩასაწყობი: გაზის, წყლის... ტელეფონის კაბელები - გასაკეთებელი და...
- გაგიხმა მაგი მწარე ენა შენ! - მივაწყევლე კარგა ლაზათიანად ნაზიკიას, - მაცალე ცოტა ხანს მაინც, ამ ახალი ასვალტით გახარება!
ვიტალია კაიხანს გვიგდებდა ყურს ამ ჩხუბში გართულ ცოლ-ქმარს და იცინოდა, მერე შემომაპარა: შენ დიდი ნავალი კაცი ხარ, ბიძაჩემო და ვიცი, ხელისუფლებაშიც გიცნობენ შენი ცქვიტინა ულვაშებითო...
- რაი გინდა, მითხრა, ვიტალია, თქვი პირდაპირ-თქვა, გავამხნევე.
- რაი, ბუჯო, და ამ ქუჩებს მთელ სიგრძეზე ზმეიკები ჩააკერეთ-თქვა, ასწავლე იმგენს.
- ვის ვასწავლო, რაის ზმეიკები, კაცო, ხვარ გაგიჟებულხარ.
- ვის და, ჩვენ ხელისუფლებას უთხარი, ზმეიკები გოუკეთეთ გვერდზე ამ მოასვალტებულ ქუჩებს და, ტრუბების გამოცვლა ან კაბელების ჩაწყობა რო მოგინდებიენ კიდო ცოტა ხანში, ჩამოწევთ ზმეიკას და აღარ დაგჭირდებათ მთელი ქუჩის გადათხრა; რო დაამთავრებთ მუშაობას, ქე აწევთ უცფათ-თქვა.
ვიტალია ამდონ ხანს ერთი გოუნათლებელი ტაქსისტი მეგონა, მარა, ა, შეხედე, თუ არ ქონია ჭკუა!

ქაიხოსრო იმერეტინსკი
26.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 1 °C + 1 °C
ღამით -2 °C -3 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.