მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
რაო? მერიის ტელეფონი გამორთულიაო?
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ქე იცით თქვენ, ჩვენი ქალაქის თვითმმართველობა საკუთარ ფუფუნებაზე რაფრა ზრუნავს. მარა, ხალხო, ამ ბოლო დროს, არ გაინტერესებთ, რას ვამჩნევ? მერიის სამსახურში, მეზობლების დავალებით, რამეზე დარეკვა რო მჭირდება, ვინცხა, ოპერატორი არის თუ წელკავი, მპასუხობს: „ტელეფონი გამორთულია დავალიანების გამო." დავალიანება და ჯანდაბა მაგათ! ქე ვიცი, რატომაც რთავენ ამ ტელეფონებს... მარა, ვის რას დოუმტკიცებ დღეს! ა, ხუთშაბათსაც რამდენჯერ დავრეკე, თვლაც ქე დამავიწყდა, მარა, რათ გინდა, ისთავლე მპასუხობს ვინცხა ქალი - გამორთულიაო. ა, ბატონო, ფაქტი სახეზეა! სიარული რო შემეძლოს, კიდო რა მიჭირს. კასტილებით ძლივას დავჩანჩალობ, რაც შვილიშვილს ყინულის მოედანზე გავყევი, იმის მერე. სანამ მე მერიაში მივალ, მეორედ მოსვლა იქნება იქამდი.
ვარესი მეკუთვნის მე, ხმას რო არ ვიღებ და დღეს თბილ-თბილი სკამები გაქვენ დანაწილებული.
ისთავლე იმ ტელეფონის ზარზე ვფიქრობ. ვითამ მართალია, დავალიანება არისო, რო მეუბნება? რაცხა, არ მჯერა მაგი ამბავი, ხალხს ატყუებენ ყველაფერს, თვარა, მაგენს რო უნდათ, მაშინ ტელეფონი ჩართულია კი არა, ცოლს რას ეუბნები ივანიშვილზე, იგიც ქე ისმინება!
ქიხოსრო იმერეტინსკი
30.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Fidinng this post has answered my prayers
ukan
amindis prognozi
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 27 °C + 27 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.