მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ქუთაისში რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] რაც უფრო ახლოვდება საპარლამენტო დედაქალაქობის სტატუსის მიღება ქუთაისისათვის, მით უფრო და უფრო იცვლება ქალაქის იერსახე. მთავრობის გადაწყვეტილებით, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისში რეაბილიტირების მეორე ეტაპი დაიწყება.

პირველი ეტაპი რამდენიმე წლის წინ დასრულდა, შეკეთდა და რეაბილიტირება გაუკეთდა სამეფო უბანს, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, ცისფერყანწელთა, წმინდა ნინოს, წერეთლისა და პუშკინის ქუჩებს. სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 შენობას. აშენდა 7 ახალი ნაგებობა. განხორციელდა მიწისქვეშა სამუშაოები - შეიცვალა კომუნიკაცია, ბუნებრივი აირის მილები, წყალგა-ყვანილობა, ქუჩები ქვაფენილით მოპირკეთდა, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარეგანათება. თუმცა, როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი გაზეთ „P.S."-თან საუბრისას აცხადებს, მეორე ეტაპი არანაკლებ პომპეზური და მასშტაბური იქნება.
„ქალაქის ცენტრში არსებული შენობა-ნაგებობები შეიცვლიან სახეს და მოვლენ თანამედროვე იერსახესთან შესაბამისობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ ოთხ კორპუსს გაუკეთდება სრული რეაბილიტირება, გაუმაგრდება საძირკველი და ზემოდან დავაშენებთ კიდევ ერთ სართულს. ასევე ქალაქის ცენტრში „თი-ბი-სი" ბანკის გვერდით მდებარე კორპუსსაც ანალოგიური გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება, მასაც დაემატება ერთი სართული და გაუტოლდება „თი-ბი-სი" ბანკის შენობას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არქიტექტორების ნებართვით კეთდება, რომლებმაც განაცხადეს, რომ სართულის დამატებით აღნიშნულ კორპუსს საფრთხე არ დაემუქრება. ფასადური რემონტი ჩაუტარდება, ასევე, თეატრის გვერდით მდებარე გელათის ქუჩის ?2 კორპუსს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო და ლამაზი ცენტრი გვექნება, რადგან ულამაზესი ქვაფენილით გაწყობილი ქალაქის ცენტრალური მოედანი, კოლხური შადრევანი, რეაბილიტირებული თეატრი და უკვე სულ მალე რეაბილიტირებული თამარ მეფის ქუჩა, თავისი შენობებით მართლაც დაამშვენებს ქალაქს," - განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.
პროექტი ფირმა შპს „ხურო-21"-მა შეადგინა, რომელსაც ეკუთვნის ასევე სიღნაღის, თელავის, თბილისის აღმაშენებლის ქუჩების პროექტირება, ქალაქის ცენტრალური ქუჩის მცხოვრებლები აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად უყურებენ.
„არაფერი არ მსმენია ამ პროექტის შესახებ, თუმცა, რასაც კაის გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგია, ჩვენ შენობას წლებია რეაბილიტირება არ ჩატარებია და ნამდვილად დროულია, ჩვენი ბინის მცხოვრებლები მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას," - გვითხრა საშუალო ასაკის ბატონმა რამაზმა.
„თქვენგან მესმის პირველად, რომ ჩვენი ბინა უნდა შეაკეთონ და შეალამაზონ. მაგას რა სჯობს! ქალაქის ცენტრალურ მოედანს ჩვენი გალამაზებული კორპუსიც ნამდვილად მოუხდება და უფრო გაალამაზებს," - აღნიშნა ქალბატონმა მარინა მაისურაძემ.
თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტირების ხარჯები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ის 2 300 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი სულ რამდენიმე დღეში ჩატარდება და ცნობილი გახდება ის სამშენებლო ფირმა, რომელიც თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტირებას მაისში დაასრულებს.


ირაკლი ვაჩიბერაძე
30.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 27 °C + 27 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.