მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
„ჭადრების" დაგებული მახე
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ვაი და უი თქვენ ქაიხოსროს, მე შაბათ დღეს ამბავს შევესწარი! ჩემმა ოჯახობამ, ნაზიმ, პურიზა გამაგზავნა მაღაზიაში, ხოდა, რო გამევედი იმ პატარა მარკეტიდან, სარიტუალო დარბაზი ქე როა, „ჭადარი", იქანა, ჩემ თვალისწინ, არ გასრიალდა და არ მოზომა მიწა ერთმა დარბაისელმა ქალბატონმა?! ქე იცით თქვენ, რავალი თოვლჭყაპიანი დღე იყო, ამ ქალს კიდო ხელში კაი მოზრდილა ტვირთი ეჭირა და მიდიოდა თავისთვის გზაზე, მარა... დაცემასაც ხო გააჩნია: საწყალმა ჯერ თავი დაარტყა მთელი ძალით და მერე დუბლიონკიან- ჩექმებიანა ჩაწვა წყალში. არიქა, დევესიეთ კაცები, ვინცხებმა მანქანაც გააჩერეს და მივარდენ, სწრაფათ ააყენეს, გაცვენილი ტვირთი და ხელჩანთაც მოუხიკეს. მადლობა გვითხრა ყველას, მარა, ისე გამწვანებული იყო ტკივილისგან, გონია, არ აცდებოდა მაგას იმ დღეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება.
ამ ხალხის გამკვირებია ძალიან! „ჭადრების" უმფროსობამ ყოველი მხრიდან რო ჯაჭვებით შემოიკავა ამხელა ადგილი და გამვლელ-გამომვლელს ქუჩაზე გადასვლა აღარ შეუძლია, რაფერია ეგი? ყველაფერს მე უნდა წევესწრო: ამასწინ ვინცხა კაცი ქუჩაზე გადმოდიოდა, სწორეთ მაგ ადგილზე. ამ დროს მთელი ძალით მოქროლავდა უცხოური მანქანა. კაცი ჯაჭვზე ვერ გადახტა და შეშინებული მიეკრა ზეთ. მანქანამ მილიმეტრებში ოუქცია გვერდი, თვარა მიაკლავდა იქვე ბუზივით! ჯაჭვები ჯაჭვებია და დარბაზის წინ, ქუჩაში, კაფელი რო დააგეს, პასიკიას აბანო ხო არ გონიათ, ნეტავი? სახში ყველამ ვიცით, სველ კაფელს რო უნდა მევერიდოთ, მარა, ქუჩაში მიმავალმა, თოვლიან-წვიმიან დღეს რაფერ უნდა განსაზღვრო, რო საცხა თურმე, ამისთანა ხიფათი გელოდება!
ტროტუარი ქალაქისაა, ბიძია, და მითხრობია თქვენზა, დროზე მიხედეთ მაგ კაფელს და ჯაჭვებს, სანამ ვარესი მომხდარა!ხო ყავს ქალაქს პატრონ-მყვარებელი?!
ქაიხოსრო იმერეტინსკი
06.02.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Holy concise data bmatan. Lol!
ukan
amindis prognozi
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 27 °C + 27 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.