 |
 |
 |
 |
 |
|
| 2012.02.06
"112-ის" მომსახურება მთავრობამ უნდა დააფინანსოს" |
სპექტრი. 2012 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი `112~ ამოქმედდა და შესაბამისად, მომსახურების საფასური სხვადასხვა სატელეფონო ქსელის აბონენტებს უკვე დაექვითათ. ეკონომიკის ექსპერტები განმარტავენ, რომ ამერიკული ,,911‘‘-ის პირდაპირ კოპირება შეუძლებელია და ის საქართველოს რეალობაზე უნდა იყოს მორგებული. მათივე თქმით, `112~ საჯარო სერვისს მიეკუთვნება და ეს მომსახურება სწორედ მთავრობამ უნდა დააფინანსოს.  |
|
 |
|
| 2012.02.06
"გველების ბუდედქცეული" სოფლის ამბულატორია და საფრთხის ქვეშ მყოფი პაციენტები |
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ამბულატორიის მედპერსონალი და მოსახლეობა შენობის რეაბილიტაციას ან ახლის აშენებას ითხოვს. როგორც ექიმები განმარტავენ, პაციენტების მიღება საშინელ პირობებში უწევთ. საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი კი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გახარჯვა და პრობლემის მოგვარება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ამბულატორიები მუნიციპალიტეტებს გადაეცემა.  |
|
 |
|
| 2012.02.06
დახმარება, რომელსაც ყველა მშობიარე ვერ იღებს |
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი მშობიარეების ერთჯერადი დახმარებისთვის განსაზღვრულ თანხას (200 ლარის ოდენობით) ვერ იღებს. მოქალაქეების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მიზეზად ერთის მხრივ ლიმიტის ამოწურვას ასახელებს, მეორეს მხრივ კი განმარტავს, რომ დახმარება არ ეკუთვნის იმ პაციენტებს, რომლებიც გურჯაანის სამშობიაროში არ იმშობიარებენ.  |
|
 |
|
| 2011.12.29
უმიზნოდ გახარჯული თანხები და სკოლის გარეშე დარჩენილი სოფელი |
სპექტრი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მიმდინარე წელს `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში 43 ათას 212 ლარი ჭაბურღილის მოწყობისთვის გამოიყო, თუმცა მოსახლეობას ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მათი თქმით, სოფელში კრება რომ ჩატარებულიყო, პრიორიტეტად გზის გარდა, სკოლის პრობლემასაც დაასახელებდნენ, რომელიც უკვე 8 წელია კერძო მოსახლეობისგან ნაქირავებ სახლებშია განთავსებული. ერთ-ერთ `შენობაში~ კი კლასებსა და ბოსელს საერთო შესასვლელი აქვს. აღნიშნულის შესახებ კახეთის გუბერნატორი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქმის კურსშია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი ჩვენს მიერ გაგზავნილ ოფიციალურ მიმართვაზე არ გვიპასუხა.  |
|
 |
|
| 2011.12.29
"112"-ის ამოქმედებით "ხელისუფლება ჯიბეს გაისქელებს" |
სპექტრი. 2012 წლიდან, ამერიკაში არსებული `911~-ის მსგავსი სერვისი `112~ ამოქმედდება. მასში სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო, საპატრულო და საგანგებო სიტუაციების სამსახურები გაერთიანდება. აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებისთვის მოსახლეობას ფასის გადახდა მოუწევს, რასაც მოქალაქეები უარყოფითად აფასებენ. მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას არც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეთანხმებიან. თინათინ ხიდაშელის თქმით, ამით შს სამინისტრო ყოველწლიურად 10 მილიონი ლარის მოგებას მიიღებს.  |
|
 |
|
| 2011.12.29
ქართულ ღვინოს ევროპულ ბაზარზე ბარიერები მოეხსნება |
სპექტრი. ბოლო წლებში საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობები განვითარების ახალ სტადიაზე გადავიდა. ევროკავშირმა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა დაიწყო, რამაც ბიძგი მისცა საქართველოს და ევროკავშიორს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.  |
|
 |
|
| 2011.12.15
წინასაარჩევნო ფუჭი დაპირება და გადაუჭრელი პრობლემები |
სპექტრი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაზლარში ათეული წლებია, არ აქვთ გზა, წყალი, სკოლა, ამბულატორია და სოფლის ექიმიც კი არ ჰყავთ. მოსახლეობის განმარტებით, ადგილობრივი ხელმძღვანელობა და დეპუტატი წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში პრიორიტეტად შერჩეული სკოლის მშენებლობა, იმ მიზეზით გადაიდო, რომ განსაზღვრული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა, ადგილობრივებმა არც ის იციან ამის სანაცვლოდ სოფელში რა გაკეთდა.  |
|
 |
|
| 2011.12.15
"სანამ კატასტროფა არ მოხდება, ამას ყურადღებას არ მიაქცევენ!" |
სპექტრი. უკვე წლებია, ქალაქ გურჯაანში ცენტრალურ მაგისტრალზე, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა ყველაზე აქტიურია, ტროტუარი სავალალო მდგომარეობაშია. რამდენიმე საკოლექტორო ჭა თავმოხდილია და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ პრობლემა მიმდინარე წლის ბოლომდე აუცილებლად მოგვარდება.  |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლა/სპექტრის ფოტო |
|
|
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლა/სპექტრის ფოტო |
|
|
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლა/სპექტრის ფოტო |
|
|
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლა/სპექტრის ფოტო |
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
მდებარეობა: კახეთის რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარეობს და საქართველოს
რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია (დაახლოებით 11 000 კვ.კმ.).
მოიცავს მდინარე ივრის და მდინარე ალაზნის აუზებს.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: თელავი, ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი,
დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი
ადმინისტრაციული ცენტრი: თელავი
ადმინისტრაციული მოწყობა: მხარეში
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და
აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების მიერ. კახეთის მხარეში აღმასრულებელ
ხელისფლებას ანხორციელებს სახელმწიფო
რწმუნებული - გუბერნატორი.
მოსახლეობა: 410 551 კაცი; (აქედან 34 % აზერბაიჯანელი, 3% ქისტი, 0,7% რუსი, 0,9 ოსი)
ეკონომიკა: კახეთის მხარე სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას
წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ-სა და საფრანგეთის
ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში ნავთობის
გარკვეული მარაგებია. 2004 წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით აშენდა და
ექსპლოატაციაში შევიდა ხადორის ჰესი. მხარისათვის პერსპექტიული ტურისტული
ინფრასტრუქტურის განვითარება.
ღირსშესანიშნაობანი:
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი
ულამაზესი მხარეა. მას ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით
ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, ხოლო
მისი ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნების დამაგვირგვინებელია ლაგოდეხის,
ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები.
მსოფლიოში სახელგანთქმულია კახეთის
ღვინის ქარხნებში წარმოებული საფირმო ღვინოები. კახური ღვინოები წინანდალი,
მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, მანავი, ალაზნის ველი, საფერავი ტიბაანი და
სხვ. დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო დონეზე.
კახეთი უძველესი კულტურის მხარეა.
აქ ქვის ხანის ადამიანის მრავალი ნასადგომარია აღმოჩენილი. ეს მხარე მჭიდროდ
დასახლებული უნდა ყოფილიყო ქრისტემდე VI-V ათასწლეულებში. კახეთის ტერიტორიაზეა
ისეთი უნიკალური და დიდი ისტორიის ძეგლები, როგორებიცაა: ნეკრესი (IV ს), დავით გარეჯას კლდეში ნაკვეთი სამონასტრო
კომპლექსი (VI ს), ძველი შუამთა ( VI ს), ნინო წმინდას ციხე-ქალაქი (VII ს),
ალავერდის საკათედრო ტაძარი (XI ს), ბოდბის მონასტერი (IX -XI სს), გრემის
მთავარანგელოზის არქიტექტურული კომპლექსი ( XVI
ს).
სასარგებლო კონტაქტები:
საინფორმაციო პორტალი:
ყველაფერი კახეთის შესახებ, ახალი ამბების გვერდი, განცხადებები.
www.kakhetiinfo.ge
სამხარეო ადმინისტრაცია:
გიორგი ღვინიაშვილი
პრეზიდენტის რწმუნებული
tel/fax: 8250 71818
ტელ/ფაქსი: 8 250 71818
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
რადიო ”ჰერეთის” მაუწყებლობა ვრცელდება: ლაგოდეხი, წნორი,სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, საგარეჯო. ახმეტა, თიანეთი. დასავლეთ აზერბაიჯანში - ბელაქანი, ზაქათალა, კახი - ტალღაზე FM 102.
რადიოს 24 საათიანი მაუწყებლობა გთავაზობთ: ახალ ამბებს ნახევარ საათში ერთხელ, საავტორო შოუ პროგრამებს და ყველა დროის საუკეთესო მუსიკას, ქართულ პოპულარულ სიმღერებს.
|
Targmne.com
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|