სპექტრი. აპრილის დასაწყისში, ბელორუსიაში წარმოებული ტრაქტორების კოლონა საქართველოს რეგიონებში თავად პრეზიდენტმა _ მიხეილ სააკაშვილმა გააცილა. ახალი ტექნიკა ქვეყნის მასშტაბით მექანიზაციის თორმეტ ცენტრში შევიდა. პრეზიდენტის ინიციატივით, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ტრაქტორები იაპონიის საგრანტო დახმარების პროგრამის ფარგლებში შეიძინა. გლეხებისთვის გაურკვეველია, სად მიდიან `პრეზიდენტის ტრაქტორები,~ რადგან თავად ამ ტექნიკით ვერ სარგებლობენ.
სპექტრი. 13 მაისს, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, კახეთს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და გზები. ამ დროისათვის ზარალის ოდენობა დაუდგენელია, რადგან შესაბამისი კომისია ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მუშაობს.
სპექტრი. 14 მაისს გურჯაანის კულტურის ცენტრში `ქართული ოცნების~ პარტიის წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. გურჯაანელებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, კოალიციის სამომავლო გეგმებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრნენ. მათ ვიზიტს თვალს ადევნებდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც ფოტო-ვიდეო გადაღებასაც აწარმოებდნენ. ამ ფაქტს მოსახლეობის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.
სპექტრი. მიმდინარე წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 67 წელი შესრულდა. ომის ვეტერანებმა, რიგითმა მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს თარიღი, გასული წლების მსგავსად, გურჯაანში დიდების მემორიალზე გამართული ღონისძიებით აღნიშნეს. ომის მონაწილეებს საჩუქრად 200 ლარი და საკვები პროდუქტები გადასცეს.
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე VII-VIII საუკუნეების ყველაწმინდის ტაძრის რესტავრაცია `კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამის~ ფარგლებში მიმდინარეობს და ნოემბრის თვეში დასრულდება. ძეგლი უკვე აღნიშნულია კახეთის ტურისტულ რუქაზე. ტურიზმის დეპარტამენტი ვაჩნაძიანში მდებარე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილით _ "დიდწურბელის" ტბით დაინტერესდა.
სპექტრი. როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი, გურჯაანის სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში, მშობლებს ყოველდღიური 50 თეთრის გარდა ერთჯერადად, 10 ლარის გადახდაც დაევალათ. შევეცადეთ ეს ინფორმაცია ქალაქის ბაღებში გადაგვემოწმებინა. სწორედ ამ მიზნით სააღმზრდელო დაწესებულებებს ვესტუმრეთ. ბაღის მენეჯერებმა ეს ფაქტი არ დაგვიდასტურეს. მათი თქმით, 2012 წლის იანვრიდან სწავლების ახალ მეთოდზე გადავიდნენ, რის გამოც მშობლების მხარში დგომა განსაკუთრებით ესაჭიროებათ, რათა ბავშვებს პროგრამა ზედმიწევნით შეასწავლონ.
სპექტრი. ნებაყოფლობით რეზერვში მასობრივი გაწვევა სამეგრელოს შემდეგ კახეთშიც დაიწყო და დღემდე გრძელდება. აღნიშნულმა სიახლემ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთნი რეზერვის შექმნის აუცილებლობას მოახლოებული არჩევნებით ხსნიან, მეორენი კი შიშობენ, რომ საფრთხე უფრო მასშტაბურია და მას რუსეთის მხრიდან უნდა ველოდოთ. რეალურად კი რა საჭიროებას წარმოადგენს აღნიშნული დაჯგუფება, არავინ იცის. ამის თაობაზე არც თავდაცვის სამინისტროში გვპასუხობენ.
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.