 |
 |
 |
 |
 |
|
| 2010.09.02
თელავის აკვაპარკში მეორადი ატრაქციონები დამონტაჟდა? |
სპექტრი. აგვისტოს ბოლოს თელავში აკვაპარკის მშენებლობის მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც 27 აგვისტოს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. პროექტის ინიციატორი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილია. სამუშაოებს შპს "ევროპარკი" ასრულებს.  |
|
 |
|
| 2010.09.02
შპს "ფაუნას" დაცვის უფროსს შვლის თავი და მუქარის წერილი გაუგზავნეს |
შ.პ.ს. "ფაუნას" სამონადირეო მეურნეობაში, რომელიც ჭიაურის ტყის ტერიტორიაზეა განთავსებული, მორიგი შემოვლის დროს ტომარაში ჩადებული შვლის თავი, ფეხები და ტყავი იპოვეს. აქვე იდო წერილი, სადაც დაცვის უფროსის, ზურა გოგოლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
"სპექტრი" ადგილზე მივიდა და თვითმხილველებს გაესაუბრა. შ.პ.ს. "ფაუნას" თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სამონადირეო მეურნეობას ყოველდღე ათვალიერებენ და წინა დღეებში საეჭვო არაფერი უნახავთ.  |
|
 |
|
| 2010.09.02
გამოგონილი მიზეზების ფონზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები |
სპექტრი. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა მოსახლეობა ფასების მომატებას ყველაზე მტკივნეულად მაინც პურ-პროდუქტებზე განიცდის. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის ტრაგედია, რადგან ანალოგიური სიტუაციაა მსოფლიოში. ეკონომიკის ექსპერტის აზრით კი საქართველოში ფასებზე ზედამხედველობა (კონტროლი) არ არსებობს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა იმპორტიორმა იმაზე მეტად გააძვირა შემოტანილი ხორბლის ღირებულება, ვიდრე ეს საერთაშორისო ბირჟებზე მოხდა  |
|
 |
|
| 2010.09.02
"ჯუგაანის სკოლა არასრულყოფილი პროექტის მიხედვით აშენდა" |
სპექტრი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლას, რომლის ასაშენებლად მსოფლიო ბანკმა 3,871,554.55 ლარი გამოყო, სხვადასხვა სახის ხარვეზები ჯერ კიდევ შენობის ექსპლოატაციამდე აღენიშნა. ძვირადღირებული სამუშაოების ფონზე წარმოქნილი ნაკლოვანებების მიზეზად, სამშენებლო კომპანია არასრულყოფილად შედგენილ პროექტს ასახელებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ვადები არასწორად იყო გათვლილი და სამშენებლო პროცესი გარკვეულწილად ნაჩქარევად შესრულდა.  |
|
 |
|
| 2010.09.02
მეტყევეების თვითნებური საქციელი მოსახლეობას პრობლემებს უქმნის |
სპექტრი. ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე გვარწმუნებენ, რომ პრეზიდენტის მითითება "გაზი და წყალი ყველა სოფელს" წარმატებით სრულდება, თუმცა, კახეთის რეგიონში მრავლადაა სოფლები, სადაც აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია. სწორედ ამის გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იძულებულია ზამთრისთვის შეშა მოიმარაგოს, მაგრამ რეინჯერების (მეტყევეების) თვითნებური საქციელის გამო მათ არაერთი პრობლემა ექმნებათ.  |
|
 |
|
| 2010.09.02
ხევსურული (დღიურებიდან) ცხოვრების ეპიზოდები |
სპექტრი. თელავიდან თბილისის მიმართულებით გომბორის ახლადდაგებულ გზატკეცილს თუ გაუყვებით, 20 კილომეტრში ქალაქის რიტმული ცხოვრებისგან განსხვავებულ და ზაფხულის შემაწუხებელი სიცხისთვის უჩვეულო, გრილ გარემოში აღმოჩნდებით. ცამდეაზიდული მთების სიდიადეს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის გორებზე შეფენილი, ხევსურებით დასახლებული სოფლები _ თეთრწყლები და კობაძეები. აქ, გარემო პირობებთან ერთად, ხალხიც განსხვავებულია _ როგორც ჩაცმულობით, ასევე საუბრის კილო-კავითა და ტრადიციით.  |
|
 |
|
| 2010.09.02
ხანძარი _ ეკოლოგიური საფრთხის დასაწყისი! |
სპექტრი. 2010 წელს მსოფლიო მასშტაბით გლობალური დათბობის პირობებში ხანძრის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ტყეები მასიურად დაიწვა რუსეთში. საქართველოში ცეცხლი გაჩნდა ბორჯომის ტყეშიც. ხანძრის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროშიც. რა პირობებში უხდებათ მუშაობა მეხანძრეებს და რა არის ცეცხლის გაჩენის მიზეზი? ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნიკალა ფიროსმანაშვილი გვესაუბრება.  |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლა/სპექტრის ფოტო |
|
|
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლა/სპექტრის ფოტო |
|
|
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლა/სპექტრის ფოტო |
|
|
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლა/სპექტრის ფოტო |
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
მდებარეობა: კახეთის რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარეობს და საქართველოს
რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია (დაახლოებით 11 000 კვ.კმ.).
მოიცავს მდინარე ივრის და მდინარე ალაზნის აუზებს.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: თელავი, ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი,
დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი
ადმინისტრაციული ცენტრი: თელავი
ადმინისტრაციული მოწყობა: მხარეში
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და
აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების მიერ. კახეთის მხარეში აღმასრულებელ
ხელისფლებას ანხორციელებს სახელმწიფო
რწმუნებული - გუბერნატორი.
მოსახლეობა: 410 551 კაცი; (აქედან 34 % აზერბაიჯანელი, 3% ქისტი, 0,7% რუსი, 0,9 ოსი)
ეკონომიკა: კახეთის მხარე სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას
წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ-სა და საფრანგეთის
ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში ნავთობის
გარკვეული მარაგებია. 2004 წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით აშენდა და
ექსპლოატაციაში შევიდა ხადორის ჰესი. მხარისათვის პერსპექტიული ტურისტული
ინფრასტრუქტურის განვითარება.
ღირსშესანიშნაობანი:
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი
ულამაზესი მხარეა. მას ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით
ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, ხოლო
მისი ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნების დამაგვირგვინებელია ლაგოდეხის,
ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები.
მსოფლიოში სახელგანთქმულია კახეთის
ღვინის ქარხნებში წარმოებული საფირმო ღვინოები. კახური ღვინოები წინანდალი,
მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, მანავი, ალაზნის ველი, საფერავი ტიბაანი და
სხვ. დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო დონეზე.
კახეთი უძველესი კულტურის მხარეა.
აქ ქვის ხანის ადამიანის მრავალი ნასადგომარია აღმოჩენილი. ეს მხარე მჭიდროდ
დასახლებული უნდა ყოფილიყო ქრისტემდე VI-V ათასწლეულებში. კახეთის ტერიტორიაზეა
ისეთი უნიკალური და დიდი ისტორიის ძეგლები, როგორებიცაა: ნეკრესი (IV ს), დავით გარეჯას კლდეში ნაკვეთი სამონასტრო
კომპლექსი (VI ს), ძველი შუამთა ( VI ს), ნინო წმინდას ციხე-ქალაქი (VII ს),
ალავერდის საკათედრო ტაძარი (XI ს), ბოდბის მონასტერი (IX -XI სს), გრემის
მთავარანგელოზის არქიტექტურული კომპლექსი ( XVI
ს).
სასარგებლო კონტაქტები:
საინფორმაციო პორტალი:
ყველაფერი კახეთის შესახებ, ახალი ამბების გვერდი, განცხადებები.
www.kakhetiinfo.ge
სამხარეო ადმინისტრაცია:
გიორგი ღვინიაშვილი
პრეზიდენტის რწმუნებული
tel/fax: 8250 71818
ტელ/ფაქსი: 8 250 71818
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
რადიო ”ჰერეთის” მაუწყებლობა ვრცელდება: ლაგოდეხი, წნორი,სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, საგარეჯო. ახმეტა, თიანეთი. დასავლეთ აზერბაიჯანში - ბელაქანი, ზაქათალა, კახი - ტალღაზე FM 102.
რადიოს 24 საათიანი მაუწყებლობა გთავაზობთ: ახალ ამბებს ნახევარ საათში ერთხელ, საავტორო შოუ პროგრამებს და ყველა დროის საუკეთესო მუსიკას, ქართულ პოპულარულ სიმღერებს.
|
Targmne.com
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|