 |
მდებარეობა: კახეთის რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარეობს და საქართველოს
რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია (დაახლოებით 11 000 კვ.კმ.).
მოიცავს მდინარე ივრის და მდინარე ალაზნის აუზებს.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: თელავი, ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი,
დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი
ადმინისტრაციული ცენტრი: თელავი
ადმინისტრაციული მოწყობა: მხარეში
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და
აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების მიერ. კახეთის მხარეში აღმასრულებელ
ხელისფლებას ანხორციელებს სახელმწიფო
რწმუნებული - გუბერნატორი.
მოსახლეობა: 410 551 კაცი; (აქედან 34 % აზერბაიჯანელი, 3% ქისტი, 0,7% რუსი, 0,9 ოსი)
ეკონომიკა: კახეთის მხარე სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას
წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ-სა და საფრანგეთის
ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში ნავთობის
გარკვეული მარაგებია. 2004 წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით აშენდა და
ექსპლოატაციაში შევიდა ხადორის ჰესი. მხარისათვის პერსპექტიული ტურისტული
ინფრასტრუქტურის განვითარება.
ღირსშესანიშნაობანი:
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი
ულამაზესი მხარეა. მას ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით
ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, ხოლო
მისი ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნების დამაგვირგვინებელია ლაგოდეხის,
ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები.
მსოფლიოში სახელგანთქმულია კახეთის
ღვინის ქარხნებში წარმოებული საფირმო ღვინოები. კახური ღვინოები წინანდალი,
მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, მანავი, ალაზნის ველი, საფერავი ტიბაანი და
სხვ. დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო დონეზე.
კახეთი უძველესი კულტურის მხარეა.
აქ ქვის ხანის ადამიანის მრავალი ნასადგომარია აღმოჩენილი. ეს მხარე მჭიდროდ
დასახლებული უნდა ყოფილიყო ქრისტემდე VI-V ათასწლეულებში. კახეთის ტერიტორიაზეა
ისეთი უნიკალური და დიდი ისტორიის ძეგლები, როგორებიცაა: ნეკრესი (IV ს), დავით გარეჯას კლდეში ნაკვეთი სამონასტრო
კომპლექსი (VI ს), ძველი შუამთა ( VI ს), ნინო წმინდას ციხე-ქალაქი (VII ს),
ალავერდის საკათედრო ტაძარი (XI ს), ბოდბის მონასტერი (IX -XI სს), გრემის
მთავარანგელოზის არქიტექტურული კომპლექსი ( XVI
ს).
სასარგებლო კონტაქტები:
საინფორმაციო პორტალი:
ყველაფერი კახეთის შესახებ, ახალი ამბების გვერდი, განცხადებები.
www.kakhetiinfo.ge
სამხარეო ადმინისტრაცია:
გიორგი ღვინიაშვილი
პრეზიდენტის რწმუნებული
tel/fax: 8250 71818
ტელ/ფაქსი: 8 250 71818
|
 |