 |
 |
 |
 |
 |
ნეკრესი
ნეკრესი, ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის რაიონში, სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი.
მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე).
ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის
პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე.
ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე
ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის
ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან.
დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა
VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა.
მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები
ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით
გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის
თავისებურებით გამოირჩევა. გ. ჩუბინაშვილი,
ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან
ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი
შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს.
ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით
ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის
(VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ.
მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები,
მცირე სამლოცველოები და სხვა.
|
 |
 |
 |
|
|
|
| |
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
|
 |
|
| 2012.05.17
სად მიდიან `პრეზიდენტის ტრაქტორები~?! |
სპექტრი. აპრილის დასაწყისში, ბელორუსიაში წარმოებული ტრაქტორების კოლონა საქართველოს რეგიონებში თავად პრეზიდენტმა _ მიხეილ სააკაშვილმა გააცილა. ახალი ტექნიკა ქვეყნის მასშტაბით მექანიზაციის თორმეტ ცენტრში შევიდა. პრეზიდენტის ინიციატივით, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ტრაქტორები იაპონიის საგრანტო დახმარების პროგრამის ფარგლებში შეიძინა. გლეხებისთვის გაურკვეველია, სად მიდიან `პრეზიდენტის ტრაქტორები,~ რადგან თავად ამ ტექნიკით ვერ სარგებლობენ.  |
|
 |
|
| 2012.05.17
"სრული ანაზღაურების" დაპირება ზარალის დათვლამდე |
სპექტრი. 13 მაისს, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, კახეთს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და გზები. ამ დროისათვის ზარალის ოდენობა დაუდგენელია, რადგან შესაბამისი კომისია ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მუშაობს.  |
|
 |
|
| 2012.05.17
"კახელი რასაც იტყვის, ეს დიაგნოზია, დანარჩენი ყველაფერი ფილოსოფიაა" |
სპექტრი. 14 მაისს გურჯაანის კულტურის ცენტრში `ქართული ოცნების~ პარტიის წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. გურჯაანელებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, კოალიციის სამომავლო გეგმებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრნენ. მათ ვიზიტს თვალს ადევნებდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც ფოტო-ვიდეო გადაღებასაც აწარმოებდნენ. ამ ფაქტს მოსახლეობის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.  |
|
 |
|
| 2012.05.17
"ადრე ვეტერანები ვიყავით, ეხლა ცოტა ვეტრანები გავხდით" |
სპექტრი. მიმდინარე წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 67 წელი შესრულდა. ომის ვეტერანებმა, რიგითმა მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს თარიღი, გასული წლების მსგავსად, გურჯაანში დიდების მემორიალზე გამართული ღონისძიებით აღნიშნეს. ომის მონაწილეებს საჩუქრად 200 ლარი და საკვები პროდუქტები გადასცეს.  |
|
 |
|
| 2012.05.17
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა კახეთის ტურისტულ რუქაზე |
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე VII-VIII საუკუნეების ყველაწმინდის ტაძრის რესტავრაცია `კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამის~ ფარგლებში მიმდინარეობს და ნოემბრის თვეში დასრულდება. ძეგლი უკვე აღნიშნულია კახეთის ტურისტულ რუქაზე. ტურიზმის დეპარტამენტი ვაჩნაძიანში მდებარე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილით _ "დიდწურბელის" ტბით დაინტერესდა.  |
|
 |
|
| 2012.05.17
სწავლების ახალი მეთოდი სააღმზრდელო დაწესებულებებში |
სპექტრი. როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი, გურჯაანის სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში, მშობლებს ყოველდღიური 50 თეთრის გარდა ერთჯერადად, 10 ლარის გადახდაც დაევალათ. შევეცადეთ ეს ინფორმაცია ქალაქის ბაღებში გადაგვემოწმებინა. სწორედ ამ მიზნით სააღმზრდელო დაწესებულებებს ვესტუმრეთ. ბაღის მენეჯერებმა ეს ფაქტი არ დაგვიდასტურეს. მათი თქმით, 2012 წლის იანვრიდან სწავლების ახალ მეთოდზე გადავიდნენ, რის გამოც მშობლების მხარში დგომა განსაკუთრებით ესაჭიროებათ, რათა ბავშვებს პროგრამა ზედმიწევნით შეასწავლონ.  |
|
 |
|
| 2012.05.09
"ნებაყოფლობითი რეზერვის" სანაცვლოდ გაუქმებული საქონტრაქტო ჯარიმები |
სპექტრი. ნებაყოფლობით რეზერვში მასობრივი გაწვევა სამეგრელოს შემდეგ კახეთშიც დაიწყო და დღემდე გრძელდება. აღნიშნულმა სიახლემ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთნი რეზერვის შექმნის აუცილებლობას მოახლოებული არჩევნებით ხსნიან, მეორენი კი შიშობენ, რომ საფრთხე უფრო მასშტაბურია და მას რუსეთის მხრიდან უნდა ველოდოთ. რეალურად კი რა საჭიროებას წარმოადგენს აღნიშნული დაჯგუფება, არავინ იცის. ამის თაობაზე არც თავდაცვის სამინისტროში გვპასუხობენ.  |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
თელავი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 25 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|