 |
 |
 |
 |
 |
|
ყოფილი პროფესორი თელავის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს |
|
კახეთის ხმა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონკურსის წესით თანამდებობების დაკავებას ეხებოდა, თელავის რაიონული სასამართლოს განხილვის საგანი გახდა.აკადემიურმა საბჭომ, რომელიც უნივერსიტეტის უმაღლესი ორგანოა, 2009 წლის სექტემებრში დარგობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროფესორ არსენ ბარსკის მოთხოვნით გადაამოწმა, რამაც დაადატურა, რომ აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კონკურსანტთა ნაწილი ვერ აკმაყოფილებდა. სწორედ ამის გამო, საბჭომ დარგობრივი კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა. არსენ ბარსკის პრეტენზია ენათმეცნიერების დარგში საკვალიფიკაციო მოთხოვნების გადახედვის შესახებ დააკმაყოფილა, ხოლო ამავე თანამდებობაზე მისი კონკურენტის, თელავის უნივერსიტეტის პროფესორის, მედეა მეტრეველის კანდიდატურა კი არ დაამტკიცა. საბჭომ ოფიციალურ დოკუმენტში დააფიქსირა, რომ მეტრეველის მიერ შემოტანილი განაცხადი, რაც გამოქვეყნებულ სამეცნიერო შრომების რაოდენობასაც ითვალისწინებდა, კონკრეტულად იმ დარგში, სადაც კონკრსანტი იღებდა მონაწილეობას, არასაკმარისად მიიჩნია.უნივერისტეტის ყოფილი პროფესორი, მედეა მეტრეველი, რომელსაც აკადემიურმა საბჭომ ქულათა საჭირო რაოდენობა ენათმეცნიერების დარგში შესრულებული ნაშრომების მცირე რაოდენობის გამო არ მიანიჭა, საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს.მეტრეველის უფლებას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კახა კლიმიაშვილი იცავს. ადვოკატის განცახდებით, მეტრეველის გათავისუფლება არასწორად მოხდა და ამიტომ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს.`ჩვენ ვაპროტესტებთ ქალბატონი მეტრეველის გათავისუფლებას და მივიჩნევთ, რომ დაუმსახურებლად მოხდა, იმიტომ რომ მან გაიმარჯვა კონკურსში, რომელიც ჩაატარა უნივერსიტეტის დარგობრივმა კომისიამ, სადაც დაიმსახურა 11 ქულა და პირველი ადგილი აიღო. შემდგომ კი აკადემიურმა საბჭომ დარგობრივი კომისიის გადაწყვეტილების გადახდევა მოითხოვა და გააუქმა, რაც არასწორია. დარგობრივი კომისია არის ორგანო, რომელიც უნივერსიტეტში ვაკანტური თანამდებობების შესარჩევად, კონკურსის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე ადამიანების შესარჩევად არსებობს. ეს უფლება მას დელეგირებული აქვს აკადემიური საბჭოსაგანაც, ლექტორისაგანაც. კომისია დააკომპლექტა, გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც წერია ბრძანებაში: რომ დააკომპლექტა შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც მოიწვია სხვა უნივერსიტეტებიდან, რომლებმაც შეაფასეს მედეა მეტრეველის, სედა ასატუროვასა და ბარსკის საკონკურსო მონაცემები, შეაფასეს ნაშრომები. ჩვენი მოთხოვნაა ბათილად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა დარგობრივი კომისიის გადაწყვეტილება და, აგრეთვე, რექტორის ბრძანებაც, რითაც ის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.~საქმის განხილვას სასამართლოში უნივერსიტეტიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გათავლისუფლებული თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. ყოფილმა ლექტორმა ზიზი ლორიამ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს საჩივრის შეტანას. `ჩემთან იყო განსხვავებული სიტუაცია. საერთოდ, მე როგორც არაკორუმპირებული, 4 წლის წინ მაიძულეს, რომ წამოვსულიყავი, მაშინ ხელფასი იყო 156 ლარი, წამლის ფულად არ მყოფნიდა, იმიტომ რომ ზეწოლა მქონდა, თვალით რომ სტუდენტები არ მინახია, უნდა დამეწერა ნიშნები. მე ამას არ ვაკეთებდი. უმრავლეს თანამშრომლებისგან მქონდა ზეწოლა, თვითონ გოცირიძე არა, მაგრამ თვითონ სპიკერი ვინც იყო, იმან მოვიდა და მითხრა, მისი დეიდაშვილისთვის დამეწერა ნიშანი (ნუნუ გელდიაშვილმა).~ უფრო კონკრეტულად დეტალებზე საუბარი ზიზი ლორიამ არ ისურვა. თელავის სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა მოსარჩელე მხარისაგან დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა. სასამართლო სხდომაზე უნივერსიტეტის იურისტებმა განმარტეს უნივერსიტეტის დებულებითა და სხვა ნორმატიულ აქტებთან აკადამიური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისობა და მოსამართლის ყველა მოთხოვნას უპასუხეს.
სტატიაში უნივერსიტეტის პოზიციის ნაკლეობობის გამო საბჭოს განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
ნანა ბიაშვილი
24.12.2009 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „კახეთის ხმა“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|