მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ჭადრაკში რაიონული ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სპექტრი. 19 მაისს დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში ამავე ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა რაიონული ტურნირი ჭადრაკში. პაექრობა გაიმართა როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა შორისაც. ტურნირში მონაწილეობას იღებდა 12 გუნდი. დედოფლისწყაროს #1 და #2 საჯარო სკოლები, სოფლების წითელწყაროს, ოზაანის, გამარჯვების, სამთაწყაროს, ფიროსმანის, საბათლოს, ზემო ქედის #1 და #2 საჯარო სკოლები. ხანგრძლივი და დაძაბული თამაშის შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მოსწავლეთა შორის გუნდური I ადგილი დაიკავა დედოფლისწყაროს #1-მა საჯარო სკოლამ, II ადგილის მფლობელი გახდა ფიროსმანის საჯარო სკოლა, ხოლო III ადგილზე გავიდა საბათლოს საჯარო სკოლა. მასწავლებელთა შორის გუნდური I ადგილის მფლობელი გახდა გამარჯვების საჯარო სკოლა, II და III ადგილები კი შესაბამისად, სამთაწყაროსა და ფიროსმანის საჯარო სკოლებმა გაინაწილეს. მოსწავლე ვაჟთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს სოფელ გამარჯვების XI კლასის მოსწავლემ დავით თარაშვილმა (I ადგილი), ამავე სკოლის X კლასის მოსწავლემ თორნიკე არაბულმა (II ადგილი) და ჯაფარიძის IX კლასის მოსწავლემ გიგა ყოჩიაშვილმა (IIIადგილი). გოგონათა შორის გამარჯვებული გახდა წითელწყაროს X კლასის მოსწავლე ვენერა გოზალიშვილი, II ადგილი დაიკავა სამთაწყაროს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ მარიამ ჩოხელმა, ხოლო III ადგილს დასჯერდა ზემო ქედის I საჯარო სკოლის მოსწავლე ეთერ ბუჩუკური. პედაგოგ ქალთა შორის I, II და III ადგილები გაინაწილეს შესაბამისად: დარეჯან პოპიაშვილი-ჩოხელმა (სამთაწყაროს საჯარო სკოლა), თამარ ბატიაშვილმა და მაია პოპიაშვილმა (გამარჯვების საჯარო სკოლა).


ლალი მეხრიშვილი
01.06.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -4 °C -2 °C
ღამით -10 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.