მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
კიკბოქსინგის კლუბ "ამირანმა" თავი ისახელა

 სპექტრი. კონტაქტური ორთაბრძოლებისა და საბრძოლო ხელოვნებათა კახეთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით 13 ივნისს თელავში ჩატარდა ტურნირი კიკბოქსინგში. გურჯაანიდან მონაწილეობდა კიკბოქსინგის კლუბ `ამირანის~ ცხრა სპორტსმენი და როგორც მწვრთნელი, ამირან ანჯაფარიძე აღნიშნავს, მათ საუკეთესო შედეგი აჩვენეს. I ადგილის მფლობელები გახდნენ შალვა ქიტიაშვილი (40კგ.), ლევან პეტრუზაშვილი(51 კგ), ლუკა ჯაჭვაძე (25 კგ), გიგა ბაციაშვილი (35 კგ), ვალიკო ზარდიაშვილი (32 კგ), გიორგი ხუციშვილი(30 კგ), გიგა სოლომნიშვილი(35 კგ); მესამე ადგილებზე გავიდნენ ბექა პაპოშვილი(32 კგ) და გელა ბახუტაშვილი (35 კგ). ბექა პაპოშვილისთვის ეს ტურნირი პირველი იყო და შედეგით კმაყოფილია, თუმცა მომავალში ფიქრობს, რომ უკეთეს საპრიზო ადგილს დაიკავებს. "კიკბოქსინგი ძალიან მომწონს. ეს ჩემთვის პირველი ჩხუბი იყო და საკმაოდ ძლიერი ბრძოლა გვქონდა. მართალია, ეს საპრიზო ადგილი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მინდა მომავალში უკეთესი შედეგით დავბრუნდე. ამისთვის, რა თქმა უნდა, ვარჯიშს გავაგრძელებ," _ ამბობს ბექა პაპოშვილი.

როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, კლუბში იზრდება საკმაოდ ძლიერი სპორტსმენი, 9 წლის გიორგი ხუციშვილი, რომელსაც მეტსახელად ბრიუს ლის უწოდებენ. გიორგი ჯერ მხოლოდ მესამე თვეა, რაც ვარჯიშობს და ტურნირზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. თავისზე უფროსს შეერკინა და ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა. ასევე ნოკაუტით მოიგო ვალიკო ზარდიაშვილმა. თავი ისახელა ყველაზე პატარა, 6 წლის ლუკა ჯაჭვაძემ, რომელიც კიკბოქსინგში 3 წლიდან ვარჯიშობს."შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან 9 მოსწავლე გავიყვანე და 7-მა საუკეთესო ადგილი მოიპოვა, ეს ძალიან კარგია. სამომავლოდ უფრო მეტს ველოდებით და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავზოგავთ. გამარჯვებულებს დიპლომები და მედლები გადაეცათ. ფედერაციის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპონსორს, დიაგნოსტიკური ცენტრის, კახეთი-იონის დირექტორს ხათუნა ჭონიაშვილი, რომელიც მხარში დაგვიდგა და ფინანსურად დაგვეხმარა, რომ გურჯაანელი სპორტსმენები ტურნირზე გაგვეყვანა. ფედერაციის პრეზიდენტის თ. ბიჩელაშვილის გადაწყვეტილებით ქალბატონი ხათუნა სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გურჯაანი კვლავაც ვასახელოთ," _ გვითხრა კიკბოქსინგის კლუბ `ამირანის~ მწვრთნელმა ამირან ანჯაფარიძემ.


ქეთი არჯენიშვილი
17.06.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -4 °C -2 °C
ღამით -10 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.