მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
"მაკროპულოსის საიდუმლო"


სპექტრი.
გასულს კვირას გურჯაანს რუსთაველის თეატრის დასი სტუმრობდა, რომელმაც კულტურის სახლში წარმოადგინა სპექტაკლი "მაკროპულოსის საიდუმლო". მსახიობების არაჩვეულებრივმა შესრულებამ მაყურებლის მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

რუსთაველის თეატრი სხვადასხვა შემადგენლობით გურჯაანს გუბერნიის ორგანიზებით უკვე მეორედ ეწვია. სპექტაკლზე დასწრება მაყურებელს უფასოდ შეეძლო. წარმოდგენის დასრულების შემდეგ "სპექტრი" მსახიობებს გაესაუბრა, რომლებმაც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ხალისით უპასუხეს. მთავარი როლის შემსრულებლის ნანუკა ხუსკივაძის თქმით, გურჯაანელი მაყურებელი ძალიან ყურადღებიანია. "თქვენს ქალაქში უკვე მეორედ ვიმყოფებით. აუდიტორია ძალიან მომეწონა და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც აუცილებლად გვექნება თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა," - გვითხრა ნანაუკა ხუსკივაძემ.

გურჯაანის აუდიტორიით ასევე აღფრთოვანებული იყო თეატრის კიდევ ერთი მსახიობი ანი იმეგრაული, რომელიც დიდ მადლობას უხდის მაყურებელს და აღნიშნავს, რომ გურჯაანში პირველადაა, თუმცა მასზე უკვე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა აქაურმა გარემომ. "გაკვირვებული და გახარებული ვარ, რადგან დარბაზში, სადაც პატარა ბავშვები იმყოფებოდნენ, სრული სიმშვიდე სუფევდა, ყველა დაძაბული გვისმენდა, არადა სპექტაკლი უფროს მაყურებელზეა გათვლილი. იმედი მაქვს, მომავალშიც ვითამაშებთ გურჯაანის სცენაზე და კვლავ დავინახავთ ისეთ კმაყოფილ სახეებს, როგორც დღეს," - აღნიშნავს ახალგაზრდა მსახიობი.

სპექტაკლით აღფრთოვანებული მაყურებელი კი იმედს გამოთქვამს, რომ ამგვარი ღონისძიება გუბერნიის და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან კვლავ მოეწყობა. "სპექტაკლი ძალიან მომეწონა, აღფროვანებას ვერ ვფარავ, რომ ისეთი უნიჭიერესი მსახიობების ხილვის შესაძლებლობა მომეცა, როგორიცაა ნანუკა ხუსკივაძე და დათო დარჩია. იმედი მაქვს რუსთაველის თეატრი გურჯაანს კვლავ ესტუმრება," _ გვითხრა რუსუდან ნიკოლაშვილმა. ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ გურჯაანელი მაყურებლისთვის, რომელიც პროფესიონალი მსახიობების ხილვას მონატრებულია, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება.


მარიამ კვაჭაძე
14.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -4 °C -2 °C
ღამით -10 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.