მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდა
სპექტრი. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ღვთისმსახურება აღდგა.
28 აგვისტოს ტაძარში წირვა მამა რაფაელმა აღავლინა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, ოთხი თვის განმავლობაში ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. "ძირითადად შეკეთდა შიდა ინტერიერი, გამაგრდა ეკლესიის კამარა (ჭერი) და სხვა კონსტრუქციული ადგილები. ტაძარში უკვე აღევლინება ლოცვები, ქვების ჩამონგრევის საშიშროება აღარ არსებობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. ძეგლი აღდგენილი იქნა თავისი თავდაპირველი სახით," _ აღნიშნავს თამაზ მარკოზაშვილი.
მისივე თქმით, ტაძრის რეაბილიტაციისთვის თავდაპირველად 40 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა სერიოზული დაზიანებების გამო გარკვეული თანხის დამატება გახდა საჭირო.
გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მე-8 საუკუნის ძეგლია და მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა.


ინგა ბიტარაშვილი
02.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -4 °C -2 °C
ღამით -10 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.