მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
შპს "ფაუნას" დაცვის უფროსს შვლის თავი და მუქარის წერილი გაუგზავნეს
შ.პ.ს. "ფაუნას" სამონადირეო მეურნეობაში, რომელიც ჭიაურის ტყის ტერიტორიაზეა განთავსებული, მორიგი შემოვლის დროს ტომარაში ჩადებული შვლის თავი, ფეხები და ტყავი იპოვეს. აქვე იდო წერილი, სადაც დაცვის უფროსის, ზურა გოგოლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. 
"სპექტრი" ადგილზე მივიდა და თვითმხილველებს გაესაუბრა. შ.პ.ს. "ფაუნას" თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სამონადირეო მეურნეობას ყოველდღე ათვალიერებენ და წინა დღეებში საეჭვო არაფერი უნახავთ.                                         
"ჩვენ ყოველ დილით ვაწარმოებთ ჭიაურის ტყის ტერიტორიების შემოვლას. დღეს დილით, 9 საათზე, მე და უფროსმა ეგერმა, მერაბ სიყმაშვილმა მორიგი შემოვლის დროს ტომარაში ჩადებული შვლის თავფეხი, ტყავი, წერილი, მეორე ცარიელი ტომარა და პატარა თოკი ვიპოვეთ. წერილში ეწერა: `სანამ გოგოლაძეს არ მოაშორებთ, არ მოგასვენებ, სულ დაგიხოცავ სუყველაფერს." აღნიშნული ფაქტი მაშინვე ვაცნობეთ ხელმძღვანელობას და დაცვას," _ გვითხრა შ.პ.ს. "ფაუნას" მთავარმა მონადირემ, გურამ თევდორაძემ.
 
"სპექტრი" შ.პ.ს. "ფაუნას" დაცვის უფროსს, ზურა გოგოლაძესაც გაესაუბრა. წერილში სწორედ მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მისი თქმით, ტომარა ახალი დადებული იყო და თანაც ზუსტად იყო გათვლილი როდის ნახავდნენ შვლის ნარჩენებს.
"აღნიშნული ფაქტი დღეს დილით, ტელეფონით შემატყობინეს. როდესაც მივედით, ბალახი სველი დაგვხვდა, ტომრები და ქაღალდი კი _ მშრალი. ტომრებზე სისხლი დიდი ხნის შემხმარი იყო, ხორცს უკვე სუნი ჰქონდა და მატლები ეხვეოდა. ანუ ეს ყველეფერი იმაზე მიუთითებს, რომ ტომარა დილას მოიტანეს და დადეს, რადგან წუხელ აქ რომ დარჩენილიყო დასველდებოდა, თანაც, ტყეში უამრავი ნადირია, სუნზე აუცილებლად მოვიდოდნენ მტაცებლები და აქ აღარაფერი დაგვხვდებოდა. ისიც უნდა დავამატო, რომ ტომრის დამდებმა კარგად იცოდა, ზუსტად იმ ადგილას, ცოტა ხანში ჩვენს თანამშრომლებს რომ უნდა გაევლოთ," – განაცხადა "სპექტრთან" საუბარში ზურა გოგოლაძემ და ისიც დასძინა, რომ ახლოს შემოსასვლელი ჭიშკარია, რომელიც ბოქლომით არის დაკეტილი. არც ბოქლომია დაზიანებული, არც შემოსასვლელები და ნაკვალევიც არსად ჩანს. 
 
ჭიაურის ტყე 5050 ჰექტარზეა გაშენებული. მას 15 სოფელი ესაზღვრება, ყველა სოფლიდან ბილიკი შემოდის და ძნელია ყველა მხრის გაკონრტოლება. ზურაბ გოგოლაძის თქმით, შესაძლებელია აღნიშნული ტომარა სწორედ აქედან იყოს შემოტანილი.
შ.პ.ს. "ფაუნას" თანამშრომლების აზრით, შველი მათ ტერიტორიაზე არ არის მოკლული.
"შველის შემთხვევით მოკვლა ძალიან ძნელია. აქვე შორიახლოს მათთვის საკვებურები და სალოკები გვაქვს მოწყობილი, სადაც ხშირად მიდიან მარილზე და ყველაზე ადვილად ამ ტერიტორიებზე კლავენ. ჩვენმა თანამშრომლებმა მიმდებარე ადგილები დაათვალიერეს, მაგრამ ადამიანის ნაკვალევი არსად შეინიშნება. ანუ, შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ადგილიდანაა მოტანილი," – აღნიშნა ზურა გოგოლაძემ. მისი აზრით, ეს მუქარა მხოლოდ მისი მისამართით არ იყო, თუმცა პირად შურისძიებასაც არ გამორიცხავს. როგორც თვითონ ამბობს, უკანონო ნადირობებზე ყოველთვის აქვს რეაგირება, ბრაკონიერებს ებრძვის და შესაძლებელია სწორედ ეს გამხდარიყო ყველაფრის მიზეზი.
აღნიშნული ფაქტი შემდგომი რეაგირებისთვის უკვე აცნობეს პოლიცისა და გარემოს დაცის სამსახურსაც (გდს), თუმცა ამ უწყებებიდან ჯერ არავინ მისულა. 



ნინო კორაშვილი
02.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -4 °C -2 °C
ღამით -10 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.