მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
ბოდბისხევში მოხუცთა პანსიონი ოფიციალურად გაიხსნა

სპექტრი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, მოხუცთა პანსიონი – "თაობათა კერა" 4 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა.
ორგანიზაციის კურთხევის შემდეგ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნოდარ კოჭლამაზაშვილმა ლენტი გაჭრა. სიტყვით გამოვიდნენ როგორც გამგეობის წარმომადგენლები, ასევე პანსიონის დამფუძნებლები. მოხუცებმა სტუმრებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.
პრეზენტაციის ბოლოს, ადგილობრივი ხელმძღვანელობისა და მაჟორიტარი დეპუტატისგან "თაობათა კერას" საზეიმო ვითარებაში მაცივარი გადაეცა.
"ასეთი პანსიონი სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის პირველია. ამ ასაკის ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა." _ განაცხადა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა.
"სპექტრი" თავშესაფრის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ქეთევან ლეკვეიშვილს გაესაუბრა.
"ღონისძიებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც გვერდში მედგა და მეხმარებოდა," – აღნიშნა ქეთევან ლეკვეიშვილმა.
ორგანიზაცია არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სახით 2010 წლის ზაფხულში ჩამოყალიბდა. "თაობათა კერა" მოხუცებულთა მზრუნველობისკენ, მათი უფლებების დაცვის და მათდამი სხვადასხვა ქმედითი, მატერიალური თუ არამატერიალური დახმარებისკენ არის მიმართული.
პანსიონში დღეისათვის 80 წელს გადაცილებული 9 მოხუცი ცხოვრობს.

 

 


ნინო კორაშვილი
09.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -5 °C -2 °C
ღამით -9 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.