მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
"სთრითბოლის" გამარჯვებულები თელავის "ვეტერანები" გახდნენ
სპექტრი. თელავში, ქუჩის კალათბურთში ღია პირველობა გაიმართა. I ადგილი თელავის "ვეტერანებმა" დაიკავეს, II ადგილზე თელავის გუნდი "ალიკანტე" გავიდა, III ადგილი კი - სიღნაღის გუნდს ხვდა წილად. ტურნირის გამარჯვებულები შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
პრიზიორებს 20-20 ბოთლი ლუდი "FS" და "პეფსი" გადასცეს კომპანიებმა "პეფსიმ"~ და "ნატახტარმა".
თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, მიხეილ დაღუნდარიძის თქმით, ეს ღონისძიება წინა წლებში ასეთი მასშტაბური არ ყოფილა."ღია პირველობა ქუჩის კალათბურთში თელავში მესამე წელია ტარდება. წელს 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გასულ წლებთან შედარებით დღევანდელი თამაში ყველაზე მასშტაბური იყო. Mმე მივესალმები ასეთ ღონისძიებებს. რაც მთავარია, ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩა," _ განაცხადა "სპექტრთან" საუბარში მიხეილ დაღუნდარიძემ.
ღონისძიების ორგანიზატორი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო."ახალგაზრდობამ ამ ტურნირის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა. მონაწილეობის მიღების სურვილს ბევრი გამოთქვამს," _ გვითხრა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვასილ დავითაშვილმა.
ასპარეზობდნენ კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის: თელავის, ახმეტის, ლაგოდეხისა და სიღნაღის გუნდები.
"სთრითბოლის" 2 სექტემბერს, 14 საათზე თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკდემიური თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა. შემდეგი მატჩები სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.


ნინო კორაშვილი
09.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -4 °C -2 °C
ღამით -10 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.