მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
გადასახადების გაძვირებისა და გასაჭირის მოლოდინში
სპექტრი. პურ-პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირების გამო მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ექსპერტები ახლო მომავალში ფასების კლებას კი არა, მატებას ვარაუდობენ. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შესაძლოა, ელექტრო ენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის გადასახადიც გაიზარდოს.
 
საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდა მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. ამას ემატება კომუნალური გადასახადების სავარაუდო ზრდა და მოსალოდნელი მკაცრი ზამთრის შიში, ამის გამო დედოფლისწყაროს (და არა მარტო დედოფლისწყაროს) მოსახლეობა პანიკამ მოიცვა."არ გვინდა რეალობას თვალი გავუსწოროთ, მაგრამ ფაქტია, ასეთი გაჭირვება რაც ახლო მომავალში გველოდება, ალბათ არასდროს ყოფილა. არც მეტი, არც ნაკლები, 90-იან წლებს ვუბრუნდებით, ერთი განსხვავებით, მაშინ პური არ იყო და ძლივს ვშოულობდით, ახლა არის, მაგრამ ისეთი ძვირია, გაბედულად ვერ გვიჭამია. ამბობენ, სექტემბერში პურის ფასმა კვლავ უნდა მოიმატოს და გაორმაგდესო, თუ მართლაც ასე მოხდა, სიღატაკეში ამოგვხდება სული. იქამდე მივალთ, რომ მართლაც უკიდურესად მდიდრებით და უკიდურესად ღარიბებით აივსება ეს ქვეყანა," _ ამბობენ მოქალაქეები და იქვე გაზის, წყლის და დენის შესაძლო გაძვირების შესახებაც საუბრობენ. "თუ კომუნალური გადასახადებიც გაძვირდა, მაშინ რა გვეშველება არ ვიცი. ჯერ ისედაც შემოსავლის დიდი ნაწილი გადასახადებში მიდის და გაძვირების შემთხვევაში უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით," _ ამბობს ალექსანდრე ბადურაშვილი. ტარიფების გაძვირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს მომსახურების ცენტრის უფროსი ვლადიმერ მოსულიშვილი.
"არანაირი დირექტივა დენის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მიგვიღია. თუ მომავალში იგეგმება მსგავსი ღონისძიება, ვერ გეტყვით, ამის შესახებ არაფერი ვიცი".
იგივე მოსაზრებას აფიქსირებს "დედოფლისწყარო რაიგაზის" დირექტორი ბატონი ემზარ ჯანაშვილი და შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის მენეჯერი გიორგი ბენაშვილი.
მართალია, კომუნალური გადასახადების გაზრდის შესახებ ინფორმაცია არც ერთმა უწყებამ არ დაადასტურა, მაგრამ მოსახლეობა მაინც შეშფოთებულია და მოახლოებულ ზამთარს შიშით ელოდება.


 


ლალი მეხრიშვილი
09.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -4 °C -2 °C
ღამით -10 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.