მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
ენერგოდისტრიბუცია აბონენტებს ადანაშაულებს
ბოლო რამდენიმე კვირაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს (ისევე, როგორც მთელ კახეთს) ელექტროენერგია არასტაბილურად მიეწოდება. თითქმის ყოველდღე შუქი რამდენიმე საათით, ან 10-15 წუთით მაინც ითიშება, რაც მნიშვნელოვან პრობლერმებს უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ინტერნეტით, კონდიციონერითა თუ გამათბობლებით აქტიურად სარგებლობს. ხელი ეშლებათ ასევე მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს, რომლებიც საათობით ელოდებიან ელექტროენერგიის მოსვლას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არაერთი სოფლის მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ ხშირად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე მოიხმარეს.

თუ რატომ ირღვევა მომხმარებლის უფლებები, ამის შესახებ კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრის უფროსს ვლადიმერ მოსულიშვილს ვესაუბრეთ.
_ ბატონო ვლადიმერ, რა არის ელექტროენერგიის ასე ხშირად გათიშვის მიზეზი?
_ ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება ჩვენი მიზეზით არ ხდება. ცენტრალური მომწოდებლიდან შემომსვლელი სისტემა მთლიანად ითიშება და ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება.
_ სოფელ ზემო მაჩხაანის მოსახლეობა პრეტენზიას გამოთქვამს დენის ე.წ. `საგარღვევო~ გადასახადზე. როგორც ისინი ამბობენ, გასულ თვეს 4-4 ლარი გადაახდევინეს, ამჯერად კი 6 ლარზეა საუბარი. ასეთი მეთოდით გადახდა კიდევ ხდება?
_ ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ სოფლებში კვლავ 70-იანი წლების შავი მრიცხველებს მოიხმარენ, რომელიც საკმაოდ მოძველებული და ამორტიზებულია. გამოსავალი ერთია, მათ ან ახალი მრიცხველი უნდა დაამონტაჟონ, რომელიც უდანაკარგოდ მუშაობს, ან რაც აქვთ, თბილისის ლაბორატორიაში შეამოწმონ. თუმცა პრობლემას მხოლოდ ეს არ წარმოადგენს. მოსახლეობა დენს იპარავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავიანთ დანაშაულზე არ ლაპარაკობენ.
_ თუ იცით, რომ იპარავენ, მაშინ თქვენი სამსახური რატომ არ ცდილობს გამოავლინოს და დასაჯოს დამნაშავე, ამის ბერკეტები ხომ გაქვთ?
_ ვერ ვახერხებთ, რადგან ხალხი ღამით მაქინაციობს, ჩვენ კი დარაჯებად იქ ვერ ვიჯდებით. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლების გამრიცხველიანება დაიწყოს. როცა ამას განვახორციელებთ, დედოფლისწყაროს და სოფელ წითელწყაროს მსგავსად, გარღვევის ფაქტები ყველგან აღმოიფხვრება და სხვაობებიც აღარ იქნება.
_ რა პრინციპით მოხდება გამრიცხველიანება, ხალხს თავად ხომ არ მოუწევს მრიცხველების შეძენა?
_ ამ ხარჯს ენერგოდისტრიბუცია გაიღებს, მოსახლეობა მრიცხველში არც ერთ თეთრს არ გადაიხდის. მათ, შესაძლოა, მხოლოდ სადენების შეძენა მოუხდეთ, რაც ძალიან მიზერულ თანხას საჭიროებს.


ლალი მეხრიშვილი
09.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -4 °C -2 °C
ღამით -10 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.