მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
2010-2011 სასწავლო წელი სიახლეებით იწყება
სპექტრი. გასულ თვეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, სასწავლო წელთან დაკავშირებულ სიახლეებზე ბრიფინგი გამართა და სასწავლო წლის ხანგრძლივობასა და ვადებზე ისაუბრა. უკვე ცნობილია, რომ ამიერიდან ყოველ წელს სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება.


სასწავლო წელთან დკავშირებულ სიახლეებზე `სპექტრი~ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ლალი გაბიტაშვილს ესაუბრა. "2010-2011 სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისამდე გაგრძელდება ეს თარიღი ამიერიდან აღარ შეიცვლება. მხოლოდ I და XII კლასი დაამთავრებს 20 მაისს. ასევე იქნება ფიქსირებული არდადეგები. საშობაოდ სკოლა 24 დეკემბრიდან 20 იანვრამდე დაისვენებს. რაც შეეხება მცოცავ არდადეგებს, ეს იქნება სააღდგომოდ დიდი ხუთშაბათიდან, მომდევნო კვირის ოთხშაბათამდე. გარდა ამ სიახლეებისა, მოიხსნება ტრიმესტრი და წლის განმავლობაში ორი სემესტრი იქნება," _ აღნიშნავს ლალი გაბიტაშვილი.
 
პრეზიდენტის მითითებით, სკოლებში სავალდებო გახდება ცეკვის გაკვეთილების დამატება, თუმცა, როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი აღნიშნავს, წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებში ამ საგნის დამატება არ მოხდება, რადგან ჯერჯერობით უცნობია საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება ეს ინიციატივა. მიმდინარე სასწავლო წელს არ მოხდება ასევე პირველკლასელთა კომპიუტერიზაცია. ეს პროექტიც ჯერ მხოლოდ, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და თბილისის ზოგიერთ სკოლაზეა გათვლილი. სიახლეა ასევე სახელმძღვანელოების გაცემასთან დაკავშირებითაც. "აქამდე წიგნს ყველა პირველკლასელი უფასოდ იღებდა. ახლა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს (ვის ოჯახსაც 57 ათასი ქულა აქვს) დაურიგდებათ I-დან XII კლასის ჩათვლით. წლის ბოლოს კი სახელმძღვანელოები ბიბლიოთეკას ჩაბარდება და შეიქმნება ფონდი, რომელიც შემდგომ უკვე სხვა ბავშვებისათვის იქნება ხელმისაწვდომი," _ განმარტავს ლალი გაბიტაშვილი.
რაც შეეხება ინგლისური ენის პედაგოგებს, რესურსცენტრის უფროსის თქმით, საქართველოში ჩამოსული ახალი ნაკადიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არც ერთი პედაგოგი არ გამოუგზავნიათ, თუმცა სკოლების თითქმის 80%-ს ამის თაობაზე განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს. 



ინგა ბიტარაშვილი
09.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -5 °C -5 °C
ღამით -8 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.