მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
"რთველი 2010" და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები...

სპექტრი. კახეთში `რთველი 2010~ დაიწყო. რთვლის მშვიდად ჩატარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სპეციალური შტაბი ტრადიციულად სასტუმრო `რები-გურჯაანში~ 8 სექტემბერს გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ბრიფინგი გამართა, თუმცა `სპექტრის~ მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვას ფაქტობრივად კონკრეტული პასუხი არ გასცა. 

 

გურჯაანში შტაბის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგს სხვა სახელმწიფო მოხელეების გარდა, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც ესწრებოდა.

`დღეს იხსნება შტაბი, რომელიც იმუშავებს 24 საათის განმავლობაში, ჩვენ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ მევენახეებს. იფუნქციონირებს ორი ცხელი ხაზი, რომელზეც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და რთველთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია მიიღოს. შტაბს უხელმძღვანელებს სამინისტროს წარმომადგენელი ტარიელ გაბუნია. უკვე ოფიციალურად კახეთის თითქმის ყველა რაიონში რთველი დაწყებულია, გარდა ახმეტისა, რადგან იქ ყურძენი შედარებით გვიან მწიფდება. საერთო ჯამში, წელს კახეთში 87 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ველოდებით, აქედან სამოცდაორ ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი საფერავია. ამ ეტაპზე გახსნილია 10-მდე ღვინის ქარხანა, თუმცა საჭიროებისამებრ სხვებიც გაიხსნება, სულ დაახლოებით 20-მდე ქარხანა მიიღებს ყურძენს,~ _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო ვაუჩერის სახით წელსაც დაეხმარება გლეხებს. რქაწითელის ჯიშის ყურძენზე სუბსიდია 15 თეთრი იქნება, ხოლო საფერავზე _ 25 თეთრი.

მართალია შტაბი ოფიციალურად 8 სექტემბერს გაიხსნა, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში უკვე ფუნქციონირებდა და რთველთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალებსაც აგვარებდა, ამიტომ ჯერ კიდევ 4 სექტემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნეთ კითხვები, რომელზეც პასუხი არ მიგვიღია, ამის გამო 6 სექტემბერს ტელეფონით დავუკავშირდით პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი ჩადუნელს. როდესაც ვთხოვეთ, ჩვენი წერილისთვის ეპასუხათ, ჯერ იმ საკითხებით დაინტერესდა, რას ეხებოდა კითხვები. ამის შემდეგ კი გვიპასუხა: `8 სექტემბერს შტაბის გახსნაა და თქვენთვის საინტერესო კითხვები ამ შეხვედრაზე დასვით.~ ავუხსენით, რომ გაზეთი სწორედ ამ რიცხვში გამოდის და ინფორმაციის გაშუქებას ვერ ვასწრებთ. ამაზე მისი პასუხი ასეთი იყო: `შტაბის გახსნამდე არც ერთ კითხვას პასუხი არ გაეცემა.~ 

ამის გამო გადავწყვიტეთ ამ ნომრის გამოცემა ერთი დღით გადაგვეწია. 

გთავაზობთ იმ დიალოგს, რომელიც შტაბის ოფიციალურ გახსნაზე სოფლის მეურნეობის მინისტრთან შედგა.  

_ რამდენი ადამიანია დასაქმებული შატაბში?

_ ჯერჯერობით არ ვიცით, ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენად სწრაფად წარიმართება რთველი.

_ რა თანხას მოიცავს მათი ანაზღაურება?

_ რაც აქვთ ხელფასი, იმის გარდა არანაირი დანამატი არ ერიცხებათ.

_ რა ჯდება მათთვის ტრანსპორტის მომსახურება და საწვავის ხარჯი?

_ მერწმუნეთ, რომ იმაზე მეტი არ არის, რასაც სხვა პერიოდში ვხარჯავთ.

_ რა ჯდება მათთვის სასტუმროს მომსახურება?

_ ეს ხარჯები მივლინების შესაბამისად არის გათვალისწინებული.

ფაქტობრივად სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელისგან ვერცერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი, ვერ მივიღეთ. 

შტაბის ძირითად ფუნქიასა და დანიშნულებაზე კი `სპექტრი~ შტაბის ხელმძღვანელს ტარიელ გაბუნიას ესაუბრა. `შტაბის ძირითადი ფუნქცია მოსავალმიწოდების დარეგულირებაა. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ მევენახეს კომფორტული პირობები შევუქმნათ და ხელი შევუწყოთ ყურძნის ეფექტურად დაბინავებაში. მუშაობს ცხელი ხაზი და შეუძლიათ დაგვირეკონ შემდეგ ნომრებზე: 891 1022 78; 891 10 22 79,~ _ გვითხრა შტაბის უფროსმა. მისივე განმარტებით, გლეხი ვაუჩერს ყურძნის ჩაბარებისთანავე ადგილზე მიიღებს. სახელმწიფო სუბსიდიის თანხის აღება ჩაბარებიდან მესამე დღეს `ლიბერთი~ ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ. ანგარიშის განაღდება 30 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი.

`ვაუჩერიზაციის პროგრამა განკუთვნილია, მხოლოდ გლეხებისთვის და არა მსხვილი ფერმერებისთვის. ისინი, ვისაც 10 ჰა-ზე მეტი ვენახი აქვთ, უპრობლემოდ ჩააბარებენ ყურძენს ნებისმიერ ღვინის ქარხანაში, მაგრამ სახელმწიფო დანამატს ვერ მიიღებენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შტაბს შექმნილი აქვს კალენდარი, რათა ღვინის ქარხნებში არ წარმოიქმნას რიგები. გარკვეუწლიდად გლეხმა იცის როდის, რომელ დღეს შეუძლია ყურძნის დაკრეფა. განრიგს ვატყობინებთ სოფლის რწმუნებულებს და შესაბამისად მოსახლეობა არის ინფორმირებული~-აღნიშნავს ტარიელ გაბუნია.

 მისივე თქმით, ამ ეტაპზე 2 ათას ტონამდე საფერავია დაკრეფილი, რქაწითელის დაკრეფვა ალბათ 8-9 სექტემბრიდან უკვე დაიწყება. რაც შეეხება ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს ე.წ. `უწამლს~ ის კომპანიები, რომლებიც გამოთქვამენ ამ ჯიშის მიღების სურვილს, დაუკავშირდებიან შტაბს და ამის მიხედვით დაიგეგმება მისი რეალიზაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან განსხვავებით, ტარიელ გაბუნიამ კითხვაზე თუ რამდენი ადმიანია დასაქმებული შტაბში ასეთი პასუხი გაგვცა: `ამ ეტაპზე შტაბში 20-მდე თანამშრომელია. ნელ-ნელა იზრდება ყურძნის მიღება და შესაძლოა დავამატოთ კიდევ რამდენიმე თუმცა 25 თანამშრომელზე მეტი არ იქნება. ეს არის მაქსიმუმი~

შეგახსენებთ, რომ შტაბი ამ ფორმით 2006 წლიდან არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფო სუბსიდიას, ეს პროგრამა უკვე მესამედ ხორციელდება და ამ მიზნით წელს 6 მლნ 100 ათასი ლარია გამოყოფილი. შტაბის ხელმძღვანელის ტარიელ გაბუნიას განმარტებით, ბოლო პერიოდში ყველაზე წარმატებული რთველი 2009 წელს იყო, წელს მოსავალი 20-25%-ით ნაკლებია, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

 


 


ინგა ბიტარაშვილი
09.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -4 °C -2 °C
ღამით -10 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.