 |
 |
 |
 |
 |
|
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა |
1988 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განაცხადა, რომ შიდსის გავრცელებამ გლობალური ეპიდემიის ხასიათი მიიღო და 1 დეკემბერი ოფიციალურად შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ გამოცხადდა. მას შემდეგ ეს თარიღი თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება.
თავდაპირველად შიდსის შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, 1981 წელს დარეგისტრირდა. 1983 წელს თითქმის ერთდროულად საფრანგეთსა და აშშ-ში აღმოაჩინეს დაავადების გამომწვევი ვირუსი, რომელსაც 1987 წლიდან თანამედროვე დასახელება-ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) აქვს. საქართველოში მისი პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, რეგისტრირებული შემთხვევების უკან დაახლოებით, 4 ათასამდე არარეგისტრირებული შემთხვევა მოიაზრება(www.aidscenter.ge)).ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ჩვენს ქვეყანაში 2011 წლის 15 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში(www.aidscenter.ge)) აივ ინფექცია/შიდსის 3 ათას 057 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათ შორის 2 ათას 250 მამაკაცი, ხოლო 807 ქალია.
მათგან 674 გარდაიცვალა.
აღნიშნული მონაცემებით, კახეთის რეგიონში 127 შემთხვევა ფიქსირდება.
ინგა ბიტარაშვილი
01.12.2011 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
თელავი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 25 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|