მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ბრაკონიერობის კიდევ ერთი ფაქტი ლაგოდეხში

სპექტრი. გასულ კვირას, ჭიაურის სამონადირეო მეურნეობა შპს `ფაუნამ~ `სპექტრის~ რედაქციას აცნობა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. მდინარე ალაზნის ხიდთან ხუთი მოქალაქე, უკანონოდ ნადირობდა. შპს `ფაუნას~ დაცვის უფროსი ზურაბ გოგოლაძე განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი 19 ნოემბერს დააფიქსირეს. "დილის საათებში მორიგი შემოვლის დროს დაკვირვებას ვაწარმოებდით. იქ, სადაც ნადირობის ამკრძალავი ტრაფარეტებია, მანქანა შევამჩნიეთ. ახლოს მივედით და დავინახეთ, რომ ხუთი მოქალაქე ნადირობდა. რა თქმა უნდა, მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ, რომლებმაც ის ადამიანები ადგილზე დააკავეს," _ გვითხრა ზურაბ გოგოლაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ ნადირობდნენ, ძირითადად თბილისიდან იყვნენ. "გამოძიება უკვე დაიწყო. რა თქმა უნდა, მოხდა მათი იდენტიფიცირება. ესენი არიან: ზაზა ხუხაშვილი, გიორგი არმაზანაშვილი, მალხაზ ამურველაშვილი, მურმან გაგნიძე და ზურაბ ხუკაშვილი," _ აღნიშნა შპს `ფაუნას~ დაცვის უფროსმა. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში შპს ,,ფაუნას‘‘ ტერიტორიაზე 4 ბრაკონიერი დააკავეს, რომლებიც ე.წ. დენის აპარატით თევზაობდნენ. ბრაკონიერობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 


ინგა ბიტარაშვილი
01.12.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: 20
ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 25 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.