მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
სათემო-საოჯახო ტიპის საცხოვრებელი პირველად საქართველოში

სპექტრი.  გასულ კვირას ქ. გურჯაანში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სათემო-საოჯახო ტიპის საცხოვრებელი სახლი გაიხსნა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები ცხოვრობენ. პროექტი საქართველოში პირველად განხორციელდა და მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ საშუალებას აძლევს უნარშეზღუდულებს 18 წლის ზემოთ შეუქმნას ოჯახური გარემო, მოახდინოს მათი ინტეგრაცია უშუალოდ საზოგადოებასთან და მისცეს დასაქმების შესაძლებლობა. დაწესებულებას ნაწილობრივ სახელმწიფო და ნაწილობრივ კი მენტალური ჯანმრთელობის ორგანიზაცია `ინიციატივა~ აფინანსებს. მენეჯერის მარინა მოდებაძის თქმით, ეს სახლი პატრონმა უსასყიდლოდ გადასცათ და ქირასაც არ იხდიან. "სახლმა ფუნქციონირება 1 დეკემბერს დაიწყო. ეს არის ოჯახური ტიპის საცხოვრებელი ინვალიდი ადამიანებისათვის. სხვა დაწესებულებებისგან განსხვავებით აქ ისინი უფრო მეტ სითბოს და სიმყუდროვეს გრძნობენ, იქცევიან ისე, როგორც ამას საკუთარ სახლებში გააკეთებდნენ. ასეთ დაწესებულებებში მაქსიმუმ 12 ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისთვის ჩვენ სულ 10 ადამიანი გვყავს. სამი _ დუშეთიდანაა, დანარჩენები კი ქუთაისიდან. ეს სადღეღამისო საცხოვრებელი სახლია. ჩვენთან 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ცხოვრობენ. მათ თავიანთი პენსიაც გააჩნიათ, რომელსაც ყოველ თვე აიღებენ და რაშიც უნდათ, თავისი სურვილისამებრ დახარჯავენ. გვყავს მომსახურე პერსონალი, რომლებიც მათ დახმარებას უწევს, ასწავლის საჭმლის მომზადებას, ქარგვას და სხვა საოჯახო საქმეს," _ გვითხრა სახლის მენეჯერმა მარინა მოდებაძემ.

როგორც ბენეფიციარებთან საუბრისას გავარკვიეთ, ისინი ახალ გარემოში თავს მართლაც მყუდროდ გრძნობენ და არსებული პირობებით კმაყოფილები არიან. "სულ რამდენიმე დღეა, რაც აქ დუშეთიდან ჩამოვედი. თბილად გვექცევიან და ძალიან კმაყოფილი ვარ. ისეთი პირობებია, ზოგს სახლშიც რომ არ ექნება. გვასწავლიან ქარგვას, საჭმლის კეთებას. ამ შაბათს ტაძარში უნდა წავიდეთ და ძალიან მიხარია, რადგან პირადად მე, მარხვასაც ვინახავ," _ გვითხრა 41 წლის თამარ ბიტაევამ.

მას სხვებიც ეთანხმებიან. 30 წლის ომარ ხუხუა ცდილობს ახალ გარემოში თავი დაიმკვიდროს. "ოჯახი არ მყავს. დედ-მამა გარდამეცვალა. ჩემი პატრონები ახლა ეს ადამიანები არიან. კარგად ვიცი ხეზე მუშაობა, სენაკში სკამებსა და მაგიდებს ვაკეთებდი, შემდეგ ვყიდიდი და შემოსავალი მქონდა. ახლა აქ შემპირდნენ, რომ სახელოსნოს მოაწყობენ და საჭირო იარაღებსაც იყიდიან. ალბათ, მე ისევ ჩემ ხელობაზე მუშაობას გავაგრძელებ," _ გვითხრა ომარ ხუხუამ.

როგორც `სპექტრთან~ საუბარში სათემო-საოჯახო ტიპის საცხოვრებელი სახლის პიარ-მენეჯერმა დავით ნადირაძემ აღნიშნა, ბენეფიციარებს ახალ გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებიათ `ამ ადამიანებმა ახალ გარემოსთან შეგუება უკვე დაიწყეს. ურთიერთობა აქვთ მეზობლებთან და ხშირად სტუმრობენ მათ. ერთ-ერთი მათგანი კი უკვე დასაქმებულია საამქროში, სადაც ხელოსანს ხეზე მუშაობაში ეხმარება.~ 


მარინა პეტრიაშვილი
15.12.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: 20
: 20
: 20
: 20
: 20
: That's the smart thinking we could all beeinft from.
: Ah, i see. Well that's not too trikcy at all!"
: If not for your writing this topic could be very convlouted and oblique.
: This website makes thnigs hella easy.
ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 25 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.