მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
მოვწყვიტოთ ქუჩას ახალგაზრდები!

სპექტრი. ქ. თბილისში 26-27 ნოემბერს, კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის კლუბ `ამირანის~ მოსწავლეებიც იყვნენ მიწვეულები. ახალგაზრდა სპორტსმენებმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც კარგი შედეგი აჩვენეს და რაიონში გამარჯვებულები დაბრუნდნენ. "თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, ფინანსური პრობლემების გამო, სამწუხაროდ, ყველა მოსწავლე ვერ წავიყვანე. მიუხედავად ამისა, ტურნირზე ფანტასტიური შედეგი ვაჩვენეთ. საქართველოს ჩემპიონის ტიტული ოთხმა სპორტსმენმა მოიპოვა. მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო 14 წლის გოგონა, თამარ მთივლიშვილი, რომელიც ამიერკავკასიის ჩემპიონია და ეხლა საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. სამმა სპორტსმენმა, სხვადასხვა წლოვანებებში გაიმარჯვეს, ერთი პრიზიორი გახდა და მხოლოდ ერთმა წააგო, მაგრამ სამაგიეროდ გამოცდილება შეიძინა. ამჯერად წარმატებული მოსწავლეები არიან: თამარ მთივლიშვილი (40კგ), თორნიკე მთივლიშვილი (30კგ), ფირუზ ზავრაშვილი (40კგ), თორნიკე სიმონიშვილი (50კგ) და ვერცხლის მედალოსანი გიორგი ნანუაშვილი (50კგ)," _ აღნიშნა საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ლიცენზირებულმა ინსტრუქტორმა, სპორტის ოსტატმა ამირან ანჯაფარიძემ და იქვე მადლიერება გამოხატა მშობლების მიმართ.

"ფინანსურად საკმაოდ გვიჭირს და ძირითადად მშობლები გვეხმარებიან. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მათგანს, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანა, როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო რამდენიმე მათგანი: გელა ზავრაშვილი, თამაზ მთივლიშვილი, გია ნანუაშვილი, ზაზა ზავრაშვილი, კარლო სიბაშვილი და გოჩა სიმონიშვილი," _ გვითხრა ამირან ანჯაფარიძემ.

კლუბ `ამირანის~ ყველა მოსწავლე აქტიურია. თუმცა განსაკუთრებით გამოირჩევა 14 წლის თამარ მთივლიშვილი, რომელიც მხოლოდ 1 წელია, რაც ამ საბრძოლო ხელოვნებითაა დაკავებული. "ცეკვაზე დავდიოდი და ქორეოგრაფიის კურსი დავამთავრე. შემდეგ გადავწყვიტე ჩემი მომავალი საბრძოლო ხელოვნებასთან დამეკავშირებინა. სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს და სწორედ ამიტომ გავწევრიანდი კიკბოქსინგის სკოლა `ამირანში~. უკვე ერთი წელია რაც ვვარჯიშობ. დაუღალავი და დაუზარელი შრომის შედეგად მივაღწიე იმას, რომ 14 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გავხდი, ასევე ვარ ამიერკავკასიის ჩემპიონი. მომავლისთვის მთელი სულითა და გულით ვაპირებ, რომ აქტიურად ვივარჯიშო, რათა საქართველოს ფარგლებს გავცდე და ჩემი სამშობლო ვასახელო. ამაში ჩვენი მწვრთნელი ბატონი ამირანი მეხმარება, რომელსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რასაც ჩვენი კლუბის მოსწავლეებისთვის აკეთებს. მთელ თავის ენერგიას ჩვენ გვახარჯებს და შედეგიც სახეზეა," _ გვითხრა თამარ მთივლიშვილმა.

ამ წარმატების შემდეგ, 4 დეკემბერს კლუბ ,,ამირანის‘‘ წევრები მიწვეულები იყვნენ თბილისში ბრუსლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კიკბოქსინგის ჩემპიონატზე, რომლის ორგანიზატორი საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია იყო. ამ ჩემპიონატზე სპორტსმენები საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ. კლუბ `ამირანის~ მოსწავლეებმა აქაც კარგი შედეგები აჩვენეს. "4 დეკემბერს ვიყავით ჩემპიონატზე თბილისში, სადაც 14 ბავშვი მყავდა წაყვანილი. ამათგან I ადგილი აიღეს: თამარ მთივლიშვილმა და გიორგი ნანუაშვილმა. II ადგილი _ ბექა მთივლიშვილმა და თორნიკე სიმონიშვილმა დაიკავეს, ხოლო III ადგილზე გიორგი ყოჩაშვილი, გოგიტა სეფიაშვილი, თორნიკე მთივლიშვილი და ფირუზ ზავრაშვილი გავიდნენ. შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ. როგორც ამ შეჯიბრზე ბატონმა კახა ბასილიამ ბრძანა, წაგება და მოგება კი არა, ბრძოლაში მონაწილეობაა მთავარი. მებრძოლი, რომელიც ტატამზე ფეხს შედგამს, უკვე გამარჯვებულია. ინსტრუქტორების მოვალეობაა აღვზარდოთ ჯანმრთელი თაობა და დავიცვათ ისინი ქუჩისგან,"_ გვითხრა ამირან ანჯაფარიძემ და იქვე დასძინა, რომ ამ ჩემპიონატშიც დაფინანსების მხრივ მშობლები დაეხმარნენ.

შეჯიბრის დებიუტანტი იყო ყველაზე პატარა მონაწილე 7 წლის ბექა მთივლიშვილი, რომელმაც წარმატებით იასპარეზა. "ეს ჩემი პირველი ბრძოლა იყო. ორი ჩხუბი წარმატებით დავამთავრე, მესამედაც უნდა მეჩხუბა, მაგრამ წლოვანებით პატარა ვარ და ვეღარ შევძელი. მეორე ადგილი დავიკავე, მაგრამ ჩემთვის ეს პირველი ადგილის ტოლფასია. ჩემი ოცნებაა, ამ სპორტს გავყვე, ჯერ საქართველოს და მერე მსოფლიო ჩემპიონი გავხდე. ამით ვასახელებ რაიონს და სამშობლოს," _ გვითხრა ბექა მთივლიშვილმა. ამ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა თამარ მთივლიშვილმა. აღსანიშნავია, რომ მისი მოწინააღმდეგე იყო შავი ქამრის მფლობელი კარატეში, მასზე წლოვანებით უფროსი და უფრო მძიმეწონიანი სპორტსმენი, თუმცა მისი დამარცხება მაინც შეძლო. კლუბ `ამირანის~ სპორტსმენები 17 დეკემბერს მიწვეულები არიან თელავში, რესპუბლიკურ ტურნირზე. "თუ თანხებს მოვიპოვებთ, ვეცდებით იქაც მივიღოთ მონაწილეობა," _ აღნიშნა საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ლიცენზირებულმა ინსტრუქტორმა, სპორტის ოსტატმა ამირან ანჯაფარიძემ. ფინანსური პრობლემების მიუხედავად, რის გამოც საქართველოს ჩემპიონატზე წასვლა ყველა ბავშვმა ვერ შეძლო, კლუბ `ამირანის~ მოსწავლეები მაინც დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან შემდეგი შეჯიბრისთვის და დიდი წარმატებების იმედიც აქვთ.


მარინა პეტრიაშვილი
15.12.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: 20
: 20
: 20
: 20
: 20
: 20
: 20
: What an awesome way to explain this-now I know evreytihng!
: Please keep thrwonig these posts up they help tons.
ukan
amindis prognozi
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 25 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.