მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ბადრი კაკაბაძე 55 წლისაა

  საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივითა და ქალაქის თვითმმართველობის თანადგომით მსახიობ ბადრი კაკაბაძის დაბადების 55 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 35 წლის იუბილე აღინიშნა.

 მსახიობი 1975 წლიდან მოღვაწეობს რუსთავის დრამატულ თეატრში.

 იუბილეს ესწრებოდნენ მსახიობები, ბატონი ბადრის მეგობრები და კოლეგები: მსახიობები ნუკრი არჩვაძე, ნათელა მუხულიშვილი, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, რუსთავის დრამატული თეატრის დირექტორი ლალი თაბაგარი და სხვები.

 მსახიობი საპატიო სიგელითა და მაცხოვრის ხატით დაჯილდოვდა, რომელიც რუსთავის მერმა მამუკა ჩიქოვანმა გადასცა.

 მამუკა ჩიქოვანი, რუსთავის მერი:

 - მადლობა მინდა გადავუხადო ბადრი კაკაბაძეს, იმისთვის, რომ შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსთავის თეატრს შეალია. ქალაქის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უდიდესი ტრადიციების მქონე რუსთავის თეატრის განვითარებას. უკვე დაწყებულია სარემონტო სამუშაოები და სულ მალე თეატრი ისეთი გახდება, როგორსაც იმსახურებს ჩვენი ქალაქი. რუსთაველების სახელით კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბადრი კაკაბაძეს და ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებას... საყვარელ მსახიობს ყველა დიდი სიყვარულით ულოცავდა იუბილეს.

 ნათელა მუხულიშვილი, მსახიობი:

 - ეს არის ბედნიერი შემთხვევა, როდესაც ქალაქის ხელმძღვანელობა პატივს სცემს თეატრს, მის უნიჭიერს და წამყვან მსახიობს ბადრი კაკაბაძეს, რომელიც არა მარტო რუსთავის თეატრის, არამედ სრულიად საქართველოს კულტურის სიამაყეა, მთელი საქართველოს საყვარელი მსახიობია.

 გოჩა კაპანაძე, რეჟისორი:

 – ბადრის პირველ რიგში ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბევრ კარგ როლს. ის ამ მხრივ განებივრებულია. მაგრამ მსახიობი არასდროს არ არის კმაყოფილი და ყოველთვის უფრო მეტი უნდა. ბადრის აუცილებლად ექნება ბევრი როლი. ბადრისნაირი მსახიობი ცოტაა, არა მარტო რუსთავში, არამედ მთლიანად ქართულ თეატრში. ბადრი საინტერესო მსახიობია და ჩემთვის საპატიოა მასთან მუშაობა.

 ბადრი კაკაბაძე:

 – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ყურადღება, სასიამოვნოა, როცა გეფერებიან, ყურადღებას გაგცევენ. ასეთი მომენტები აახალგაზრდავებს ადამიანს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მხატვარმა ალექსანდრე თოდუამ ბადრი კაკაბაძეს საკუთარი ნახატი უსახსოვრა.


ანი ციცქიშვილი
01.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Very nice site!
: Hello! feaaeab interesting feaaeab site!
: Very nice site!
: Hello! egkckeg interesting egkckeg site!
ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.