მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
`რუსთავის კორპუსმა” სტარტი აიღო!

  სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახურის - `რუსთავის კორპუსი” ოფიციალურად 4 იანვარს გაფორმდა. რუსთავი მეორე ქალაქია, სადაც აღნიშნულმა სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა საცხოვრებელ კორპუსებში რუსთავის მასშტაბით.

 საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა `რუსთავის კორპუსის” ფუნქციონირებასა და მომსახურებასთან დაკავშირებით. ჩვენ შევეცადეთ პასუხი გაგვეცა ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს. ვესაუბრეთ აღნიშნული სამსახურის უფროსს ხათუნა გოშაძეს.

 -ქალბატონო ხათუნა, რას ემსახურება `რუსთავის კორპუსი” ?

 -რუსთავის მოსახლეობა აქამდე სხვადასხვა სამსახურებს მიმართავდა კომუნალური პრობლემების მოსაგვარებლად, რაც სერიოზულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. დღეს უკვე შექმნილია ისეთი სამსახური, სადაც ხდება ყველა პრობლემის თავმოყრა. მოქალაქე მოდის ჩვენთან და ჩვენი დახმარებით ხდება პრობლემის მოგვარება .

 -როგორ ხდება მოსახლეობის ჩართვა პროექტში?

 -ჩვენი სამსახურის თანამშრომლებმა მოვიარეთ საცხოვრებელი კორპუსები და მოსახლეობას ავუხსენით, თუ როგორ უნდა ჩაერთონ პროექტში. 2 ან 3 სადარბაზო ირჩევს თავჯდომარეს, ადამიანს, რომელსაც ენდობა მეზობელთა უმრავლესობა. თავჯდომარე არის შუამავალი ჩვენსა და მოსახლეობას შორის. მობინადრეები გადაწყვეტენ, რა პრობლემის მოგვარება სურთ და ამის შემდეგ თავჯდომარეს შემოაქვს განცხადება თანდართული ხელმოწერებით. ჩვენ ვუკავშირდებით შესაბამის სამსახურებს, რომლებიც შეასრულებენ კონკრეტულ სამუშაოს.

 -რა რაოდენობის თანხის დახარჯვაა დაგეგმილი?

 -იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ კორპუსში მართლა აურაცხელი პრობლემაა, მინიმალური თანხა, რაც დაიხარჯება თითო სადარბაზოზე არის 3000 ლარი. ამაზე ნაკლების დახარჯვას არ ვაპირებთ. იმ შემთხვევაში კი, თუ მოსახლეობა იქნება აქტიური, მობილიზებული და მონდომებული, შეიძლება უფრო მეტიც დაიხარჯოს.

 -რა სახის პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს `რუსთავის კორპუსი” ?

 -კორპუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას: ჭერის გადახურვა, სარდაფში კანალიზაციის მოწესრიგება, ლიფტის შეკეთება, შიდა ეზოს გალამაზება და ა. შ. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კორპუს უკავშირდება.

 -ქალბატონო ხათუნა, რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი?

 -ამჟამად მოვიცავით ყველა მაღალსართულიანი კორპუსი, არჩეულია თავჯდომარეები. ჯერ-ჯერობით არცერთი დაბალსართულიანი სახლი არ არის ჩართული. სავარაუდოდ თებერვლის ბოლომდე ეს პრობლემაც მოგვარდება.

 -რამდენად მაღალია მოსახლეობის ჩართულობა და თუ გამოიკვეთა უბნები, რომელიც შედარებით მეტად აქტიურობენ?

 -გამოკვეთილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა აქტიურობს, ყველას უნდა, რომ რაღაც სასიკეთო გაკეთდეს. ზოგადად კი აქტიურობა მაღალია.

 -თუ შეიმჩნევა ტენდეცია, ყველაზე მეტად რა პრობლემებით გაკითხავთ მოსახლეობა?

 -ყველაზე ხშირი პრობლემებია: ლიფტი, კანალიზაცია და გადხურვა. თითზე ჩამოსათვლელია იმ კორპუსთა რაოდენობა, რომელსაც ეს პრობლემები მოგვარებული ჰქონდეს და ეზოს გალამაზებაზე ზრუ-ნავდეს.

 -კონკრეტული სამუშაოები თუ არის დაწყებული რომელიმე უბანზე?

 -ახალი წლიდან დაიწყო ტენდერში გამარჯვებული ფირმების გამოვლენა. მალე ყველა გამარჯვებული გამოვლინდება და ტენდერის დასრულებისთანავე დავიწყებთ კონკრეტულ სამუშაოებს.

 -ქალბატონო ხათუნა, იმ საკითხებს მინდა შევეხო, რომლებიც მოსახლეობის ინტერეს იწვევს. აქვს თუ არა პრივილეგია არჩეულ თავჯდომარეს, თუნდაც ხელფასის სახით?

 -როგორც ასეთს, ხელფასს არ ვაძლევთ, მაგრამ, შევქმენით ერთგვარი წამახალისებელი ფონდი, განსაკუთრებით იმ თავჯდომერეებისთვის, რომლებიც სრულყოფილად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.

 -და მეორე საკითხი, მოსახლეობაში არის მოსაზრება, რომ დახარჯული თანხის 10%-ს თავად მოსახლეობა იხდის. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს?

 -არაერთხელ ვთქვით ამასთან დაკავშირებით და კიდევ გავიმეორებ: საწყის ეტაპზე ვცდილობთ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ჩვენი თანხებით და მოსახლეობა მაქსიმალურად დავიცვათ ზედმეტი ხარჯებისგან. მაგარმ, იმ შემთხევაში თუ მოსახლეობა მოითხოვს დამატებითი სამუშაოების შეარულებას, მოქმედებს თანადაფინანსების პრინციპი _ 10%-ს იხდის მოსახლეობა და 90%-ს ფარავს ჩვენი სამსახური.

 _ ალბათ შეუძლებელია ერთ წელში ყველა პრობლემის მოგვარება. გაგრძელდება თუ არა პროექტი ერთი წლის შემდეგ?

 -გეთანხებით, რუსთავში იმდენად ბევრი პრობლემაა, რომ ერთი წელი ნამდვილად არ ეყოფა. კორპუსს შეიძლება მოვუგვაროთ ერთი საკითხი, მაგრამ კიდევ დარჩეს სხვა სახის პრობლემები. ამიტომ პროექტი არ შეწყდება, ახალი წლიდან გვექნება ახალი დაფინანსება და დარჩენილი პრობლემებიც გადაიჭრება. მთავარია პროექტი დაიწყო და იგი აუცილებლად გაგრძელდება.


ანი ციცქიშვილი
18.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.