მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
დიმიტრი შაშკინმა დედის დღე რუსთაველ ქალბატონს მიულოცა

 3 მარტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსთავს ესტუმრა. მინისტრმა სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა. ბავშვებს საჩუქრები გადასცა და დიასახლისს, ქალბატონ სვეტლანა გურასაშვილს დედის დღე მიულოცა.

 მუსიკალური ცენტრი, კომპიუტერი, მხატვრული ლიტერატურა და სათამაშოები – ეს ის საჩუქრებია, რომელიც გურასაშვილების 5 შვილიანმა ოჯახმა მინისტრისაგან მიიღო.

 სვეტლანა გურასაშვილი, დიასახლისი:

 -ბატონი მინისტრის მობრძანება იმედი და სიხარულია ჩვენთვის. ყველა დედას ვულოცავ დღევანელ დღეს. იმრავლონ და იბედნიერონ მრავალშვილიანმა ოჯახებმა.

 ელგუჯა გურასაშვილი, მოსწავლე:

 - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დიმიტრი შაშკინი გვესტუმრა. ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი კომპიუტერია. მას ყველაფერში გამოვიყენებ, პირველ რიგში სწავლაში.

 ნინო გურასაშვილი, სტუდენტი:

 - ძალიან დიდი ბედნიერებაა მინისტრის სტუმრობა. მიჭირს ემოციების გამოხატვა. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.

 დიმიტრი შაშკინი:

 - სამწუხაროდ, ეს ოჯახი სოციალურად დაუცველთა რიცხვს მიეკუთვნება, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის , რომ მათ გაუადვილდეთ განათლების მიღება. სამინისტრო გეგმავს ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწას. გამკაცრდება სახელმძღვანელოების გრიფირების წესი და შეიქმნება მეორადი სახელმძღვანელოების ბაზარი. გარდა ამისა მომავალი წლიდან, საქართველოში პირველად, სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მყოფი ოჯახების მოსწავლეები მიიღებენ უფასო სახელმძღვანელოებს 1- 12 კლასის ჩათვლით რაც მცირე შეღავათი იქნება მათთვის.


ანი ციცქიშვილი
18.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.