მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
შეიქმნა ბავშვთა აკადემიური გუნდი

 რამდენიმე თვის წინ რუსთავში, მე-3 მუსიკალური სკოლის ბაზაზე პედაგოგ სოფიო ივანიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ბავშვთა აკადემიური საგუნდო კოლექტივი, რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი ინტერესი და ყურადღება დაიმსახურა მუსიკალურ საზოგადოებაში. გუნდში გაერთიანებულნი არიან როგორც ამ სკოლის, ასევე ქალაქის სხვადასხვა მუსიკალური თუ არამუსიკალური სკოლიდან შემოკრებილი ნიჭიერი ბავშვები. ასეთი გუნდის შექმნის სურვილი დიდი ხანია არსებობდა და იდეის განხორციელებას ბიძგი მისცა ერთმა საინტე-რესო შემოთავაზებამ ეროვნული მუსიკალური ცენტრიდან, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი ნიკა მემანიშვილი. მათთან უკვე ტრადიციად ქცეული საკონცერტო ციკლის ,,კონტრაპუნქტის” ერთ-ერთ საღამოს დაიგეგმა თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის რამაზ ქარუხნიშვილის ა ცაპპელლა ნაწარმოების ,,ღვთისმშობლის საგალობელის” შესრულება, რომელიც დაწერილია შერეული გუნდის, ბავშვთა გუნდისა და სოლისტებისათვის. ნაწარმოებს ასრულებდა ეროვნული საგუნდო კაპელა, საქართველოს სახალხო არტისტის ბატონ გივი მუნჯიშვილის დირიჟორობით.

 აგერ უკვე თხუთმეტი წელია ქალბატონი სოფიო ეროვნულ საგუნდო კაპელაში მღე-რის და არცაა გასაკვირი, რომ ამ კონცერტისთვის ბავშვთა გუნდის მომზადება მას შესთავაზეს. კონცერტი გაიმართა 2009 წლის 29 მაისს.

 ეს იყო ბრწყინვალე საღამო,სადაც ჩვენმა პატარებმა ტოლი არ დაუდეს უფროსებს და ღირსეული პარტნიორობა გაუწიეს კაპელას. ეს აღნიშნა დირიჟორმა და მთელმა იქ დამსწრე საზოგადოებამ. კომპოზიტორმა კი პირადად გადაუხადა მადლობა ბავშვებს და მის ხელმძღვანელს. ეს კონცერტი გახდა ბიძგი და საწინდარი იმისა, რომ მე-3 მუსიკალური სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებულიყო აკადემიური გუნდი, რომლის რე-პერტუარში შევიდოდა ყველანაირი ზომისა და სირთულის ნაწარმოებები და ითანამშრომლებდა როგორც ეროვნულ მუსიკალურ ცენტრთან, ასევე სხვადასხვა კოლექტივებ-თან, გამართავდა სოლო კონცერტებს.

 პედაგოგმა და ბავშვებმა 2009 წლის ოქტომბრიდან დაიწყეს ინტენსიური მუშაობა და შედეგმაც არ დააყოვნა. 2009 წლის 7 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა საგუნდო მუსიკის კონცერტი. ეს იყო დიდი ქართველი დირიჟორის, მრავალი წლის მანძილზე კონსერვატორიის საგუნდო კათედრის ხელმძღვანელისა და გამოჩენილი მუსიკოსის ვახტანგ ფალიაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. ამ კონცერტის გახსნის პატივი ჩვენს პატარებს ერგოთ და ამჯერადაც გააოცეს მსმენელი. შეასრულეს ფალიაშვილის `იავნანო”, თამარ გოგოლაძის `საშობაო~ და ნინო ჩაჩავას `კრიმანჭული”.გუნდის კონცერტმეისტერი გახლავთ პროფესიით დირიჟორი და უნიჭიერესი მუსიკოსი ქალბატონი თამარ თალაკვაძე.

 გუნდში ჯერ-ჯერობით 27 ბავშვია, თუმცა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. იმედია მთელი ქალაქიდან შემოგვიერთდებიან საუკეთესო ბავშვები და ჩვენთან ერთად გაიზიარებენ იმ სიამოვნებას და სიხა-რულს, რასაც მუსიკა და სცენაზე მიღებული ოვაციები გვანიჭებს.

 გუნდს უკვე დაგეგმილი აქვს უამრავი საინტერესო კონცერტი პროფესიონალ კოლექტივებთან. ჩვენ კვლავ ველით მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს.

 მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ მე-3 მუსიკალურ სკოლაში, რუსთავი, ფალიაშვილის ქ. #8-ა.

 ტელ. 15 -41 -80, 12 -13 -26. მობ. 879- 44- 04 -84 (სოფიო)


ეკა ჭელიძე
18.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.