მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
ქალთა დღესასწაულს მიეძღვნა

 რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრ "იმედში” 5 მარტს ღია კარის დღე მოეწყო, რომელიც ქალთა დღესასწაულს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის სასწავლებლის მუზეუმში სტუდენტების მიერ შექმნილი ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა.

 ცენტრის სტუმრებს ერთმანეთის გვერდით შეეძლოთ კერამიკის, ტიხრული მინანქრის და თექის ულამაზესი ნამუშევრების დათვალიერება. სასწავლებლის საააქტო დარბაზის სცენაზე კი სტუდენტებმა თვითშემოქმედებითი კონცერტიც გამართეს, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც საესტრადო, ასევე ქორეოგრაფიული ნომრები...

 დავით ჯალაღანია (რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრ `იმედის” დირექტორი):

 _ ჩვენს სასწავლებელში სხვა მრავალ დარგთან ერათად ხალხური რეწვის ხელობაც ისწავლება. ეს გამოფენა სწორედ ინდიკატორია იმისა, თუ როგორ შეძლეს სტუდენტებმა ახალი პროფესიის დაუფლება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რუსთაველ მანდილოსნებს ქალთა დღესასწაული მივულოცო. ვუსურვებ, რომ მათი ცხოვრება მუდამ ბედნიერებით და ლამაზი დღეებით სავსე იყოს.

 რამაზ კაციტაძე (ცენტრ `იმედის” კერამიკის ინსტრუქტორი):

 _ დღეს ჩემი მოსწავლეების ნამუშევრებიც არის გამოფენილი. მათ ბევრი იშრომეს და საკმაოდ კარგ შედეგსაც მიაღწიეს. ქართველ ქალბატონებს კი ვულოცავ 8 მარტს და ბედნიერებას ვუსურვებ.

 მაკა გარსევანიშვილი (ცენტრ `იმედის” სტუდენტი):

 _ ძალიან მიყვარს ხელოვნება და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ პროფესიას დავეუფლო. 5 თვეა რაც ვსწავლობ და დღეს უკვე გამოფენაზე ჩემი რამდენიმე ნამუშევარიც არის წარმოდგენილი. ვფიქრობ, მომავალშიც გავაგრძელებ თექაზე მუშაობას და სხვადასხვა სახის ნივთების შექმნას...


ნათია ჯიოშვილი
18.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.