მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
წინ რთული და დაძაბული შეხვედრები გველის

 საქართველოს ზედიზედ სამგზის ჩემპიონი და სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტი `ენერჯი-ინვესტი” წაუგებელ სერიას განაგრძობს. მოგეხსენებათ, რომ მე-19 ეროვნული პირველობის დაწყების წინ გუნდში მომხდარი ცვლილებების შემდეგ კლუბს სათავეში გამოცდილი სპორტსმენი, წლების განმავლობაში `აზოტის” სახელით მოასპარეზე, საქართველოს ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი მიხეილ ბერუაშვილი ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით რუსთაველმა კალათბურთელებმა არაერთი სანახაობრივად დატვირთული მატჩი წარმატებით დაასრულეს და 34 ქულითაც ლიდერობენ...

 გთავაზობთ ინტერვიუს `ენერჯი-ინვესტისა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან მიხეილ ბერუაშვილთან.

 _ კალათბურთით ადრე-ულ ასაკში დავინტერესდი. ჩემი პირველი მწვრთნელი ოთარ ხმელიძე იყო. წლების მანძილზე რუსთავის `აზოტის” ცენტრალური თავდამსხმელი ვიყავი. აგრეთვე ორი სეზონი თბილისის `დინამოს~ და `ვითას” შემადგენლობაშიც მაქვს ნათამაშები.

 ეს მართლაც საუკეთესო წლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ მშობლიური გუნდის სახელით ჩემპიონი ვერ გავხდი, მაინც დადებითად ვაფასებ იმ პერიოდს, რადგან ჩემს გვერდით მოედანზე იდგნენ ისეთი გამოცდილი სპორტსმენები, როგორებიც არიან: ირაკლი ჯაფარიძე, რამაზ გოგობერიშვილი, არჩილ ჟღენტი და ზაზა გაბისონია.

 `აზოტი” ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო და დღემდე ასეა...…არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, რომელიც ერთ-ერთი ფინალური შეხვედრის დროს ჩვენს საქომაგოდ მოსული რუსთაველი გულშემატკივრებით სავსე სპორტის სასახლის დანახვისას დამეუფლა. იმ წუთებში უბედნიერესი ვიყავი. დღე-ვანდელი გადასახედიდან მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა და ვპირდები, რომ ის, რაც როგორც სპორტსმენმა ვერ შევძელი სამწვრთნელო კარიერაში განვახორციელებ...

 2005 წლიდან ჩემს მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონალური კალათბურთის ფედერაცია ჩამოვაყალიბეთ. აგრეთვე, აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, დავით უსტიაშვილთან ერთად `ენერჯი-ინვესტსაც” ვხელმძღვანელობდი. ხოლო ამ სეზონში კი უკვე მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს.

 _ რუსთავის საკალათბურთო კლუბი წელსაც ფავორიტია. ვის მიიჩნევთ ძირითად მეტოქედ და სიახლეებს ხომ არ გეგმავთ პლეი ოფებისთვის?

 _ წინ საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედრები გველის. რეგულარული მატჩების დასრულების შემდეგ ფინალებისთვის აქტიურ მზადებას დავიწყებთ, რადგან თითქმის ყველა გუნდს ჩემპიონობის თანაბარი შანსები გვაქვს. რაც შეეხება სიახლეებს, დავიმატეთ გამოცდილი ამერიკელი გამთამაშებელი დომონიკ ტილფორდი და აგრეთვე დაგვიბრუნდა მიხეილ ჩიტაშვილიც. ასე რომ, გუნდი პლეი ოფებისთვის მთლიანად მობილიზებულია და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ დიდი მიზნისთვის, რასაც ჩემპიონობა ჰქვია...

 _ წარმატებებს გისურვებთ... ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, თქვენ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც დაგნიშნეს...

 _ დიახ, ახალგაზრდულ ნაკრებს ბ-ნ დავით უსტიაშვილი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ იგი იგორ კოკოშკოვთან ერთად A დივიზიონში გადასული ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც არის და ორივე გუნდში ერთდროულად ყოფნას ვერ შეძლებდა. კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ეს საპასუხისმგებლო მისია მე დამაკისრეს..

 ევროპის ჩემპიონატი 14 ივლის დაიწყება, სადაც ჩვენი მეტოქეები უნგრეთის, ისრაელის და შვედეთის ნაკრებები იქნებიან.

 აღსანიშნავია ისიც, რომ 20წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში ოთხი რუსთაველი კალათბურთელი: აკაკი დვა-ლიშვილი, რევაზ ჩაჩანიძე, ზურაბ მაჭავარიანი და ლევან ხმელიძეც ასპარეზობენ. ვფიქრობ, ჩვენც შეგვწევს ძალა ძირითადი ნაკრების მსგავსად ქვე ჯგუფიდან გავიდეთ და ამ წარმატებით გულ-შემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ...


ნათია ჯიოშვილი
31.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.