მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
მალე რუსთავი ერთ-ერთ ლამაზ, კეთილმოწყობილ და გამწვანებულ ევროპულ ქალაქს დაემსგავსება...

 მიხეილ სააკაშვილი: `ვინც ამ ბოლო დროს რუსთავში არ ყოფილა, გთხოვთ შეიაროთ და ნახოთ, როგორ იცვლება და ლამაზდება ეს ქალაქი.” ალბათ ყველას გახსოვთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები...

 და მართლაც, მას შემდეგ, რაც ქალაქის თვითმმართველობამ პრიორიტეტად რუსთავის იერსახეზე ზრუნვა დაისახა და ამ მხრივ რეალური ნაბიჯებიც გადაიდგა, განახლებული ქალაქი არამარტო ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ სტუმრებშიც განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.

 ჩაბნელებული უბნების განათებასა და გზებზე არსებული მრავალწლიანი პრობლემების მოგვარებასთან ერთად, აგრეთვე მოხდა ცენტრალური ქუჩის სხვადასხვა სახის ნარგავებით გალამაზებაც, რომელსაც შ.პ.ს. `გამწვანება კრწანისი” ახორციელებს...

 გთავაზობთ ინტერვიუს შ.პ.ს. `გამწვანება კრწანისის” დირექტორთან ალექსანდრე ცერცვაძესთან.

 _ ჩვენს ფირმას რუსთავის მერიასთან შესყიდვების კანონის შესაბამისად ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და 2009 წლიდან ვაწარმოებთ, როგორც არსებული გამწვანების მოვლა-პატრონობას, ასევე ახალი მწვანე ზოლების შექმნას.

 _რა სახის სამუშაოები გაქვთ დღემდე ჩატარებული?

 _ ქალაქის შემოსასვლელიდან შარტავას მოედნამდე კეთილმოვაწყეთ და დეკორატიული ხეებით გავალამაზეთ გზის ირივე მხარე, ასევე შუა გამყოფი ზოლი. ამავდროულად სასტუმრო `რუსთავის” შენობიდან მეგობრობის გამზირის მიმართულებით გზის მარჯვნივ არსებულ ტერიტორიაზე დავაგეთ ბალახი და გავამწვანეთ.

 ამჟამად გარდა მოვლა-პატრონობისა, იგეგმება ქუთაისისა და შარტავას მოედანზე წრის კეთილმოწყობა და ყვავილებით განაშენიანება. მიმდინარეობს სამუშაოები შარტავას მოედნიდან სასტუმროს შენობამდე არსებულ გზის გამყოფ ზოლზეც. წინ კიდევ რამდენიმე პროექტი გვაქვს შესასრულებელი.

 ვფიქრობ, ეს ყველაფერი დაახლოებით მაისის შუა რიცხვებისთვის უკვე დასრულდება.

 _ მომავალ წელსაც თუ გეგმავთ გააგრძელოთ ქალაქის გალამაზება?

 _ დიდი სიამოვნებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში კიდევ უფრო გლობალურ პროექტებსაც განიხილავენ, რომე-ლიც, როგორც ქალაქის ახალ, ასევე ძველ ნაწილსაც მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძისა და რუსთავის თვითმმართველობის ინიციატივით უახლოეს მომავალში ყვავილების დღესასწაულიც მოეწყობა, რაც ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების დემონსტრაციაც იქნება.

 _ ბატონო ალეკო, მოსახლეობის მხრიდან ნარგავების დაზიანების ფაქტები ხომ არ დაფიქსირებულა?

 _ იყო მცირე შემთხვევები, მაგარმ ეს უმნიშვნელოა. რაც მთავარია, ქალაქის მცხოვრებთა ძირითადი ნაწილი ამ ყველაფერს დადებითად აფასებს და მადლიერია.

 მე ზესტაფონში დავიბადე და წლების მანძილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო კათედრის ასოცირებული პროფესორი გახლავართ. ჩემს სტუდენტებს შორის ბევრი რეიტინგული და საუკეთესო რუსთაველი ახალგაზრდაა. თუმცა ამ ქალაქთან ასეთი უშუალო და საფუძვლიანი ურთიერთობები მხოლოდ 2009 წლიდან მაკავშირებს და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მეგობრული და ინტელექტუალური ქალაქია.

 მე ღრმად მწამს, რომ უახლოეს მომავალში რუსთავი ერთ-ერთ ლამაზ, კეთილმოწყობილ და გამწვანებულ ევროპულ ქალაქს დაემსგავსება...


ნათია ჯიოშვილი
31.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: dzalian gtxovt dzveli rustavis galamazebac daiwyet. marto axali rustavi xo araa yvelaperi?
ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.