მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
რუსთავში გაუვალი გზების პრობლემა აღარ იქნება

 12 მარტს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კონსტანტინე მგელაძემ, პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ, რუსთავის თვიმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისისა და ფალიაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს.

 ქალაქ რუსთავის შიდა გზების რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური ფონდი ახორციელებს რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში. სამუშაოები 29 დეკემბერს დაიწყო და სავარაუდოდ ივნისამდე დასრულდება. პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა, მუნიციპალური განვითარების ფონდი და აზიის განვითარების ბანკი.

 კონსტანტინე მგელაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:

 _ მუნიციპალური ფონდის ფარგლებში ხორციელდება პროექტი, რომელიც გულისხმობს თბილისისა და ფალიაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას. ამასთან ერთად ხდება სანიაღვრე კანალიზაციის სისტემის მოწყობა და გარკვეულ უბნებზე წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია ერთი გარემოება _ წელს ფონდი გეგმავს 9 პროექტის განხორციელებას ქვემო ქართლში, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 12 მლნ ლარია.

 მამუკა ჩიქოვანი, რუსთავის მერი:

 _ რუსთავისთვის ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განვითარების ფონდი ახორციელებს. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი არტერია, რომელიც აკავშირებს რუსთავსა და გარდაბანს და ქალაქის სხვა უბნებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ გზის შეკეთება არ მომხდარა. გასულ წელს ექვსი მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხერხდა. ამ პროექტის ფარგლებში კიდევ 6 გზის მონაკვეთი მოწესრიგდება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2010 წელს რუსთავში გაუვალი გზების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება.

 კახა გურგენიძე, საკრებულოს თავჯდომარე:

 _ რამდენიმე წელია ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი ისეთი პროექტების განხორციელებაა, რომელიც ხელს უწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენი მიზანია _ ძალიან მალე რუსთავი გახდეს მოწესრიგებული და მიმზიდველი ქალაქი. ამიტომ ჩვენ მიზანმიმართულად ვახორციელებთ როგორც ქუჩების რეაბილიტაციას, ასევე დაგეგმილი გვაქვს ყველა შიდაკვარტალური გზების შეკეთებაც.

 პროექტის საბოლოო მიზანია ეკოლოგიური დაბინძურების აღმოფხვრა და სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. რეაბილიტაციის შემდეგ თბილისის ქუჩა გახდება ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური სატრანსპორტო არტერია.


თემურ კობახიძე
31.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Very nice site!
: Hello! ddcbkde interesting ddcbkde site!
ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.