მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ვახტანგ მჟავიას ბოლო გაპარვა საბედისწერო აღმოჩნდა!

 ტრაგიკული შემთხვევა 7 მარტს, დღის პირველ საათზე მოხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 10 წლის ვახტანგ მჟავია გლდანის ბავშვთა სახლში გარდაცვლილი ნახეს.

 ვახტანგ მჟავია 2 წლის წინ რუსთავის უნარშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის ბენეფიციარი გახდა. იგი გონებრივად ჩამორჩენილი და ეპილეფსიით დაავადებული იყო.

 იმის გამო, რომ ხშირად ეპილეფსიური შეტევები ემართებოდა, ბენეფიციარი თერაპევტის პირადი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ამ ორი წლის განმავლობაში ვახტანგი ცენტრიდან ორჯერ, ხოლო სახლიდან არაერთხელ გაი-პარა და ყველა შემთხვევაში პატრულის დახმარებით დააბრუ-ნეს.

 2010 წლის 2 მარტს ბენეფიციარი ცენტრიდან გაუჩინარდა და კვლავ პატრულის თანამშრომლებმა დააბრუნეს. ხოლო 4 მარტს უკვე სახლიდან გაიპარა და ამჯერად თბილისში მიაგნეს. ვახტანგი გლდანის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

 გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა 2 კვირაში დაადგენს, თუმცა მანმადე სავარაუდო ვერსიები სახელდება: სპაზმი, უჰაერობა, ფილტვების შეგუბვბა.

 ნანა ზერეკიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის დირექტორი:

 _ ბენეფიციარი ეპილეფსიით დაავადებული იყო. ხშირი შეტევების გამო ვახტანგი სრული მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდა. 2009 წლის 25 დეკემბრს ბრონქების ანთებით, ქალაქის მერიის თანადგომით, ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ. სამწუხაროდ მშობლებმა მეორე დღესვე წამოიყვანეს და ვერ მოხერხდა მკურნალობის კურსის გავლა. გარდაცვალების მიზეზად სწორედ უჰაერობასა და ფილტვების შეგუბვბას ვვარაუდობთ.

 დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ქალაქის თვითმართველობა გაიღებს. განცხადება ამის შესახებ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარემ, ნინო ბასილაშვილმა გააკეთა.

 ნინო ბასილაშვილი, სკრებულოს წევრი:

 _ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. დაკრძალვის ხარჯებს მერია დაფარავს. სამწუხაროდ ეს ოჯახი სოციალურად დაუცველთა რიცხვს მიეკუთვნება. აქამდეც ვრცელდებოდა მათზე ყველა ის შეღავათი, რაც გათვალისწინებულია თვითმმართველობის პროგრამაში, თუმცა დღეიდან საკრებულოს თავჯდომარემ ოჯახი პირად კონტროლზე აიყვანა. ძალიან ოპერატიულად მოვუგვარებთ ყველა პრობლემას.

 ვახტანგ მჟავიას ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები და სრულიად ჯანმრთელი და ჰყავს. 12 წლის ნათია მჟავია #21 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ქალაქის თვითმმართველობა გოგონას საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს.

 ნინო ბასილაშვილი: _ აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახში იზრდება მეორე ბავშვი, რომელიც ჯანმრთელია, მაგრამ იზრდება ცუდ პირობებში. მშობლები ვერ ახერხებენ სათანადო მოვლა-პატრონობას. ამ საკითხს სოციალურ მუშაკებთან ერთად უმოკლეს ვადაში შევისწავლით. სავარაუდოდ ნათია მჟავიას გადავიყვანთ ბავშვთა სახლში, რათა მან ნორმალურ პირობებში შეძლოს ცხოვრება და სწავლა. აქვე მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო თანაგრძნობა დაღუპულის ოჯახს.

 ვახტანგ მჟავია 11 მარტს დაკრძალეს.


ანი ციცქიშვილი
31.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.