მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
რუსთავში კიდევ ერთი სამლოცველო გაიხსნ

  რუსთავს კიდევ ერთი, წმინდა ბარბარეს სახელობის სამლოცველო შეემატა, რომელიც კლდიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა. სამლოცველო აკურთხა და საზეიმო წირვა აღავლინა რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ.

 სამლოცველოს გახსნა მოხდა ამ ქუჩის მცხოვრებთა დიდი სურვილითა და მამა პეტრეს (მამუკა რაზმაძე) ინიციატივით, რომელიც წმინდა ბარბარეს სახელობის სამლოცველოს წინამძღვარია. მოსახლეობის ოფიციალური განცხადების შემდეგ ქალაქის მერიამ სამლოცველოსთვის ადგილი ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაღის შენობაში გამოყო. რამდენიმეთვიანი მშენებლობისა და მრევლის შემოწირულობის წყალობით სამლოცველო ოფიციალურად გაიხსნა და ეკურთხა 21 თებერვალს.

 მამა პეტრეს ინიციატივით, სანაპიროს ქუჩაზე, უახლოეს მომავალში იგეგმება წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის აშენებაც, რომლისთვის ტერიტორია უკვე გამოყოფილია. ახლა კი ყველაფერი რუსთავის მოსახლეობის კეთილ ნებასა და მოწყალებაზეა დამოკიდებული.


მარი გვარამაძე
31.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით 0 °C 0 °C
ღამით -7 °C -8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.