მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა

 ირაკლი ნატრიაშვილი კვლავ რუმინეთში ითამაშებს

 გასულ თვეში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "ერთა თასის” გათამაშებაში ასპარეზობა წარმატებით დაასრულა და 2011 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

 "ბორჯღალოსნებმა” ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, რუმინეთთან სამწუხაროდ მარცხიც იწვნიეს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირის მიმდინარეობისას გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს კვლავაც რუსეთის ნაკრებთან გამართული შეხვედრა იწვევდა.

 20 მარტს თურქეთის ქ. ტრაპზონის akcaabat fatih-ის სტადიონზე ქართველი მორაგბეების წინააღმდეგ გამოსულმა რუსმა "დათვებმა” არაერთგზის მცდელობის მიუხედავად სასურველ შედეგს ამჯერადაც ვერ მიაღწიეს.

 მატჩი "ბორჯღალოსნების” სრული უპირატესობით წარიმართა და თორმეტ გზის დამარცხებულმა პრინციპულმა მეტოქემ კიდევ ერთი წაგება იწვნია (36:8).

 ჩვენმა მორაგბეებმა კი ამ მოგებით ქართველ ერს დიდი დღესასწაული აჩუქეს და კვლავ მიანიჭეს გამარჯვებით გამოწვეული სიამაყის განცდა.

 უფრო ვრცლად 2010წლის "ერთა თასის” გათამაშების შესახებ, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, რუსთაველი მორაგბე ირაკლი ნატრიაშვილი გვესაუბრება.

 _ ირაკლი, როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების განვლილ სეზონს?

 _ ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული იყო. ჩვენ შევძელით 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მოპოვება. რაც შეეხება მეტოქეებს, პირველი შეხვედრა გერმანიის ნაკრებს მოუგეთ, სადაც სამწუხაროდ ტრავმა მივიღე, მაგრამ ორი მატჩის გამოტოვების შემდეგ ისევ დავუბრუნდი გუნდს...

 _ რა გახდა რუმინეთთან მარცხის მიზეზი?

 _ მოგეხსენებათ, რომ ამ თამაშისთვის მოსამზადებელი პერიოდის გავლა მცირე დროში მოგვიწია. თან ცუდი ამინდების გამო მინი ფეხბურთის დარბაზში ვარჯიშობდით და ეს ყოველივე შედეგზეც აისახა..

 _ თუმცა ამას მოყვა დიდი გამარჯვება რუსეთის ნაკრებთან და ტურნირის დასკვნით შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა” წელს უკვე რეკორდული ანგარიშით, 28 ქულით სძლიეთ "დათვებს”. როგორი განწყობა გქონდათ თამაშის დაწყების წინ და ელოდით თუ არა ასეთ შედეგს?

 _ 1993 წლიდან ჩვენს ეროვნულ ნაკრებს რუსეთის გუნდთან არ წაუგია და მოხარული ვარ, რომ ამ ტრადიციის გაგრძელება ამჯერადაც შევძელით. საკმაოდ მობილიზებულად ვითამაშეთ და ამ მოგებით რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგის მიხედვით წინა პოზიციებზეც გადავინაცვლეთ.

 რაც შეეხება განწყობას, მართლაც ამაღლებული იყო, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს.…მთელი 80 წუთის განმავლობაში მათმა თანადგომამ და აქტიურმა ქომაგობამ უფრო მეტი ძალა შეგვმატა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩში ტრიბუნამ დამატებითი მოთამაშის როლი შეასრულა...

 _საქართველოში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტისგან ჯილდოც მიიღეთ...

 _ დიახ. ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენით დაგვაჯილდოვეს. ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის მოულოდნელი და სასიხარულო ფაქტი იყო. თუმცა ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც დაგვეკისრა...

 _ ირაკლი, ამას წინათ ოპოზიციის მხრიდან, კერძოდ კი გოგა ხაინდრავას განცხადებით, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ტრაპზონში გამართულ შეხვედრაში რუსეთი შესუსტებული შემადგენლობით ასპარეზობდა, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?

 _ სიმართლე გითხრათ ეს განცხადება მე არ მომისმენია, მაგრამ მას ერთ შეკითხვას დავუსვამდი _ თუ მიიჩნევს, რომ ჩვენ მეორე ანუ სუსტ გუნდს ვეთამაშეთ, მაშინ გვითხრას ძირითადი ნაკრების რიგებში ვინ შედიან?!

 ამ შეხვედრაში რუსებს მხოლოდ და მხოლოდ ორი მოთამაშე აკლდათ. საქართველოს ნაკრების ღირსებას კი ტრავმების გამო ისეთი გამოცდილი და ძლიერი მორაგბეები ვერ იცავდნენ, როგორებიც არიან: მამუკა გორგოძე, აქვსენტი გიორგაძე და ბიძინა სამხარაძე. ასე, რომ ეს მოსაზრება არასწორია...

 _ საქართველოს ნაკრების სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

 _ წელს დაგეგმილია IRB national cup-ის ტურნირი, სადაც მონაწილეობას ვიღებთ. ამ შეჯიბრში ორი წლის წინაც ვასპარეზობდით და მეორე ადგილი დავიკავეთ. ვფიქრობ მიღწეული შედეგის განმეორებას კვლავაც შევძლებთ.

 აგრეთვე ნოემბრის თვეში ამხანაური მატჩით ამერიკის და კანადის ნაკრებებს ვუმასპინძლებთ და ვიმედოვნებ, ჩერჩილის თასზე განცდილი მარცხისათვის რევანშის აღებასაც მოვახერხებთ.

 ხოლო რაც შეეხება 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს, საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკვე გარკვეულია. გამარჯვებისთვის ბრძოლა არგენტინის, ინგლისის, შოტლანდიის და პლეი ოფში მოგებულ გუნდთან მოგვიწებს.

 _ წარმატებებს გისურვებთ... ლეგიონერობას ისევ რუმინეთის კლუბ "ფარულ კონსტანცაში” განაგრძობთ?

 _ დიახ, კვლავ ამ გუნდში დაბრუნება გადავწყვიტე. სხვა შემოთავაზებებიც იყო, მაგრამ ისეთი სოლიდური არა, რომ კლუბის გამოცვლა ღირდეს. თან მივიჩნევ, რომ მსოფლიო თასისთვის რუმინეთში ბევრად უდრო კარგად მოვემზადები, ვიდრე ვთქვათ რუსეთში ან საფრანგეთის დაბალ დივიზიონში...

 _ რუსთავის მორაგბეთა კლუბ "ხარებს” რას უსურვებთ?

 _ ძალიან მიხარია, რომ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება შეინარჩუნეს. მეც ამ გუნდის აღზრდილი ვარ და მჯერა წელს საპრიზო ადგილების დაკავებას შეძლებენ.


ნათია ჯიოშვილი
14.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Very nice site!
: Hello! dkkefdd interesting dkkefdd site!
: Very nice site!
: Hello! bcdgkgc interesting bcdgkgc site!
: Very nice site!
: Hello! ddddfgg interesting ddddfgg site!
: Very nice site!
: Hello! dcbdeae interesting dcbdeae site!
: Very nice site!
: Hello! dbeadde interesting dbeadde site!
: Very nice site!
: Hello! eggcbcb interesting eggcbcb site!
ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C + 1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.