მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
“მეტალურგი” მცხეთაში ფავორიტის სტატუსით მიდის

  დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში საჩხერის “ჩიხურას” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “მეტალურგმა” მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც კენჭისყრის შედეგად დაპირისპირება “ვიტ ჯორჯიასთან” მოუწია.

 ამ ორ მეტოქეს შორის პირველი მატჩი გასულ კვირას “ფოლადის” სტადიონზე გაიმართა. სუსხიანი ამინდის გამო, შეხვედრას გულშემატკივართა მხოლოდ მცირე ნაწილი დაესწრო.თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო.

  პირველი სახიფათო მომენტი გიორგი მიქაბერიძემ შექმნა, თუმცა დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში კი კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებამ გოლის გატანაც შეძლეს. ლაშა ჯაფარიძის პასი სეთურიძემ გამოიყენა. “მეტალურგის” მარჯვენაფლანგელმა ბურთი მეტოქის კარში მოათავსა და რუსთაველები დააწინაურა.

   შესვენების შემდეგ თამაშის ტემპი შედარებით დაეცა. ფეხბურთელებს კომბინაციური თამაში ვერ გამოსდიოდათ და რეალური საგოლე მომენტებიც არ შექმნილა. ირაკლი მოდებაძემ რამდენჯერმე კი შეუტია “ვიტ ჯორჯიას” კარს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ მასპინძლებმაც 1:0 იმარჯვეს.

 მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა კი მცხეთაში გაიმართება და “მეტალურგი” ამჯერად უკვე სტუმრის სტატუსით ითამაშებს.

  ხოლო რაც შეეხება ეროვნული პირველობას, 15 ტურის შეხვედრები, რომელიც 27ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო თოვლის სახით მოსული ნალექის გამო დროებით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები ”სპარტაკთნ” მატჩისთვის ემზადებოდნენ.


ნათია ჯიოშვილი
04.12.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: 20
: Right on-this helped me sort tnhigs right out.
: The paragon of udnerstanndig these issues is right here!
: Wham bam thank you, ma'am, my quetsoins are answered!
ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.