|
დარწმუნებული ვარ ყველა ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ახალი წლის დღესასწაული განასაკუთრებულია. ამის მთავარი მიზეზი ალბათ ის არის, რომ ახალი წელი არის ერდათერდი საყოველთაო დღესასწაულო, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყველა მობინადრე აღნიშნავს.
საქართველოში ახალ წელს სხვადასხვა საუკუნეში წელიწადის სხვადსხვა დროს აღნიშნავდნენ, ასე მაგალითად: მე-7 საუკუნემდე _ აგვისტოში, მე-7 საუკუნიდან მე-9-მდე _ სექტემბერში, მოგვიანებით _ მარტში, მე-14 საუკუნიდან კი ახალ წელს ზამთარში ვზეიმობთ(ჩემი აზრით, ახალი წლისთვის ზამთარი ყველაზე შესაფერისი დროა).
ყველაფერი კი ცივი დღეების დადგომასთან ერთად იწყება, დეკემბრის დასაწყისში ქუჩაში ახალი წლის "სუნი" დგება, შუა რიცხვებიდან კი საზეიმო განწყობა ძლიერდება, გარშემო ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სულ მალე, ძველი წელი ახალმა უნდა შეცვალოს. ქუჩები, მაღაზიები, სკვერები, ფასადები _ ყველაფერი საახალწლოდ ირთვება, ბავშვები კი ნაადრევად ზეიმობენ და ჰაერიც დენთის სუნით იჟღინთება, ოჯახში ნაძვის ხის მორთვაზე ვიწყებთ ზრუნვას და საახალწლო სუფრის მენიუსაც ვადგენთ. ასე იწყება საახალწლო "ალიაქოთი".
და მაინც, საინტერესოა ვის რა მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ახალი წელი ასე გვახარებს.....
მე რომ მკითხოთ, ყველაზე მეტად სწორედ წინა საახალწლო "ალიაქოთი" მიყვარს. გარდა იმ დეტალებისა, რაც ახალ წელს თან ახლავს, ჩემთვის მთავარი სხვა რამ არის: წელიწადის მხოლოდ ამ დროს, ახალ წელს უცნობებს და ნაცნობებს ერთი რამ აერთიანებთ და სწორედ ამ დროს ჩნდება ის რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვაკლია: სითბო ადამიანებს შორის. ამ სითბოს კიდევ უფრო ზამთრის სიცივე აძლიერებს(და სწორედ ამიტომ მართებულად მიმაჩნია ახალი წლის ზამთარში აღნიშვნა).
ბავშვების სიხარული მიზეზი ალბათ გასაგებია, ბევრი ტკბილეული, გართობა და რაც მთავარია მთელი წლის მოლოდინს ბოლო უნდა მოეღოს და თოვლის ბაბუამ, გნებავთ სანტა კლაუსმა ნატვრები უნდა აასრულოს.
ზოგისთვის ახალი წელი ოჯახურ ტრადიციებთან ასოცირდება და სწორედ მისი სისრულეში მოყვანაა ბედნიერება, მაგალისთვისთვის, ნაძვის ხის მორთვაში ყველა წევრის ჩართულობა, ახალი წლის ღამეს რამდენიმე თაობის ერთად შეკრება, ზოგისთვის მთავარი ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმენაა, ზოგისთვის ახალი წელი იმით არის განსაკუთრებული, რომ უბრალოდ ახალია, ზოგისთვის ახალი წელი მეგობრებთან ერთად დროის გატარების საუკეთესო ვარიანტია, ასეთი მაგალითების ჩამოთვლა მრავლად შეგვიძლია, მაგრამ ამ ყველას კიდევ ერთი რამ აერთიანებს, ახალი წლის დადგომას ყველა ახალი მიზნებით, ახალი სურვილებით და ახალი იმედებით ვხვდებით. ყველას გვჯერა, რომ ახალი წლიდან ძველი წლის შეცდომებს გამოვასწორებთ და ცხოვრებას ახალი ძალებით დავიწყებთ.
აი პასუხიც დასმულ კითხვაზე, რატომ გვიხარია ახალი წელი.
ზემოთ ნახსენები წინა საახალწლო "ალიაქოთის" კულმინაცია 31 დეკემბერს დგება, პატარები თოვლის ბაბუას, უფროსები სასწაულის, ყველა ერთად კი ლამაზი ზღაპრის მოლოდინში საათებს ვითვლით.
ღამის 12 საათი და ყველა ოჯახში ერთნაირი სურათი: ჭიქა შამპანურით ერთამენთს დღესასწაულს ვულოცავთ, უფალს მადლობას ვწირავთ აწ უკვე გავლილი წლის მშვიდობიანად დასრულებისთვის და ახალ წელს სიხარულით ვეგებებით.
რა არის საჭირო ახალი წლის სათანადოდ დასახვედრად?
ამის გაზომვა, ალბათ ინდივიდუალურია, თუმცა არის რამდენიმე ძირითადი დეტალი: თბილი გარემო, სუფრაზე ტკბილეულობასა და ნუგბრათან ერთად გოზინაყი და სასმელი, გვერდით საყვარელი ადამიანები და სასურველი მეკვლე. სრული ბედნიერებისთვის კი გარეთ უნდა თოვდეს.
2011 წლის საახალწლო "ალიაქოთი" მალე დასასრულს მიუახლოვდება და ყველა იმაზე დავიწყებთ ზრუნვას როგორ ავუწყოთ ფეხი ახალ 2012 წელს.
დამდეგს გილოცავთ!
ანი ციცქიშვილი
25.12.2011 |