მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
როგორ შევხვდეთ 2012 წელს?

  ახალი წლის მოსვლამდე მხოლოდ რამდენიმე დღეღა დარჩა. სადღესასწაულო გარემოს შექმნა კი დამეთანხმებით ნაძვის ხის დადგმით იწყება. ამ ტრადიციულ რიტუალში თითქმის ყველა ოჯახის წევრია ჩართული და თითოეული მათგანი ცდილობს, რაც შეიძლება ლამაზად მორთოს.

  სურნელოვანი ტოტები, სხვადასხვა ზომის სათამაშო ბურთები და რა თქმა უნდა ფერადი ნათურები _ ამჯერადაც კვლავ აქტუალურია. თუმცა დიზაინერები გვირჩევენ 2012 წლის სადღესასწაულო ნაძვის ხე უფრო მდიდრულად და ოქროსფერი ნივთებით გავაფორმოთ.

  ქეთი ციციშვილი, დიზაინერი:

  _ მოგეხსენებათ, დრაკონს უყვარს მბზინავი და ბრჭყვიალა ნივთები, ამიტომაც წელს სადღესასწაულო ინტერიერის მორთვისას ოქროსფერი დომინანტია. ნაძვის ხეზე ვარსკვლავებს და წყლის ნიჟარებს თუ ჩამოვკიდებთ კარგია. სუფრას რაც შეეხება, აქაც აქტუალური ყვითელი ფერია, ასევე მიზანშეწონილია ორნამენტიანი თეფშების გამოყენებაც. მთავარია, შემოქმედებითად იყოს გაფორმებული გარემო.

  ინტერიერის მორთვასთან ერთად მნიშვნელოვანია სადღესასწაულო სამოსელის შერჩევაც. როგორც ცნობილია, 2012 წელს ქართველების საყვარელი ფერი შავია მოდაში, ასევე მუქი ტონები: ლურჯი, მწვანე, წითელი და ყავისფერი, მაგრამ დიზაინერების აზრით ახალი წლის ღამეს მაინც ფერად სამოსზე სჯობს არჩევანის შეჩერება. მაქმანიანი მთლიანი კაბა კი ნამდვილად დაგეხმარებათ პოზიტიური განწყობა შეიქმნათ და, რაც მთავარია, არ დავივიწყოთ აქსესუარები.

  თინათინ კომლაძე, დიზაინერი:

  _ მუქ ფერებთან ერთად, მომავალ წელს ქსოვილზე ლეოპარდისა და დრაკონის პრინტებია მოდაში, აგრეთვე ბეწვისა და ტყავის კომბინაციები. ფეხსაცმელში კი დომინანტი ტყავია, ოღონც ხვლიკისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი ზედაპირის ფაქტურით.

  2012 წელს შედარებით უფრო მამაკაცური სტილი არის პოპულარული, თუმცა ქალი არ კარგავს თავის სინაზეს. ზამთრის პერიოდში შედარებით მძიმე ქსოვილი გამოიყენება. იზრდება შარვლის ტოტის სიგანე, ასევე წელის ზომაც ამაღლდა. რაც შეეხება აქსესუარებს, დიდი და ოქროსფერი სამკაულებია აქტუალური. ანუ გასული საუკუნის 60-იანი წლების მოდა ბრუნდება.

  პ.ს. თუმცა სადღესასწაულო გარემოს შესაქმელად სამოსის და ინტერიერის გარდა, ხომ მთავარი მაინც განწყობაა, ამიტომ ბედნიერ შობა ახალ-წელს გისურვებთ...


ნათია ჯიოშვილი
26.12.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: THX that's a great anewsr!
: 20
: 20
: 20
: It's impeartvie that more people make this exact point.
: Just cause it's simple doesn't mean it's not super heflpul.
ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.