მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
რუსთავი - ქალაქი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს

  უკვე რამდენიმე წელია, რაც რუსთაველი სპორტსმენები პირველობას თითქმის ყველა სახეობაში ინარჩუნებენ და დღესდღეობით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის ქალაქი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. 

  აღსანიშნავია, რომ გასულ წლის იანვარში რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანებაც ჩამოყალიბდა, რომლის მხარდაჭერითაც 2011 წელს არაერთი ღონისძიება გაიმართა.

    გეტყვით იმასაც, რომ ერთი წლის იუბილეს ეს ორგანიზაცია 52 ჩემპიონით, 34 მეორეადგილოსანით და 50 ბრინჯაოს მედლის მფლობელით შეხვდა. თუმცა ამ მიღწევების გარდა, მათი თანადგომითა და წარმატებული მუშაობის შედეგად ადგილობრივმა სპორტსმენებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ 67 ტურნირშიც მიიღეს მონაწილეობა, ხოლო თავად კი 12 შეჯიბრს უმასპინძლეს.

   სასპორტო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებს შორის იყო როგორც ქვემო ქართლის რეგიონის პირველობები, ასევე რუსთაველი სახელოვანი სპორტსმენების და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების სახელობის ჩემპიონატები.

    ამ ორგანიზაციაში 24 სახეობის 1100 სპორტსმენზე მეტია გაერთიანებული, რომელთა წარმატებულ ასპარეზობაზეც 65 მწვრთნელი ზრუნავს.

   _ ჩვენს გაერთიანებას უკვე ერთი წელი შეუსრულდა. ამ ხნის მანძილზე მრავალ შეჯიბრში მივიღეთ მონაწილეობა, რომელთა შორისაც რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბისაც იყო. სულ გასული წლის განმავლობაში ჩვენმა სპორტსმენებმა 136 საპრიზო ადგილი მოიპოვეს, თუმცა ამაზე გაჩერება არ შეიძლება. სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მწვრთნელებსა და სპორტსმენებს პირობები შეუქმნათ და ვფიქრობ, რომ ამ მონაცემებს წელს უფრო გავზდით და უკეთესი შედეგი გვექნება. ასევე ვგეგმავთ კიდევ ორ პროექტსაც: ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში რეგიონალურ ტურნირს ატარებს და რადგან მათთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, გვსურს წვლილი შევიტანოთ ფეხბურთის განვითარების საქმეში და ამჯერად ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. ხოლო რაც შეეხება მეორე პროექტს, 2012 წელს გვინდა დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხმელიძის სახელობის შეჯიბრი ჩავატაროთ. _ განაცხადა ჩვენთან საუბრისას რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნუგზარ ლობჟანიძემ.

  აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს წარმატებული სპორტსმენების წახალისების მიზნით თამარ ოღიაშვილი(ფარიკაობა), ალექსანდრე დოკვაძე(კრივი), ნინი მემიშიში (ჩოგბურთი), ნიკა მელიქიშვილი( ჭიდაობა), აბესალომ ვაშაყმაძე(სამბო) და ნიკოლოზ ვეფხვიაშვილი(ფარიკაობა) ფასიანი საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.

 

_ თავად სპორტსმენი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს იმ ადამიანისთვის, ვინც წარმატებას აღწევს ყურადღება. როცა ბავშვი მიდის და საერთაშორისო თუ ქვეყნის მასშაბით ჩატარებულ შეჯიბრში იმარჯვებს, მან უნდა იცოდეს რომ მისი შრომა ფასდება. მხარის გუბერნატორი, ქალაქის ხელმძღვანელობა და ხალხი იცნობს და სულ ცდილობს თავი გამოიჩინოს. ეს ტრადიცია წელსაც აუცილებლად გაგრძელდება.

   აგრეთვე მოგეხსენებათ რუსთავში სპორტის განვითარების მიზნით არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის საფუძველი ჩაეყარა სპორტის სასახლის მშენებლობას, რომლის დასრულების შემდეგ ვფიქრობ მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და საშუალება გვექნება მეტი ტალანტი აღმოვაჩინოთ. _ აღნიშნა ნუგზარ ლობჟანიძემ. 


ნათია ჯიოშვილი
24.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: That's a sutlbe way of thinking about it.
: That iinshgt's perfect for what I need. Thanks!
ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.