მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ლაშა ნოზაძე: ვისაც შექსპირი უყვარს, ახალი შექსპირის სანახავად უნდა მოვიდეს!

  რუსთავის თეატრმა სეზონი ოქტომბერში გახსნა და ახალწლამდე 3 პრემიერა გამოუშვა. სამივე მათგანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა: კრიტიკა, მოწონება, ქება, ლანძღვა...

ფაქტი კი ის არის, რომ ხალხი თეატრზე ალაპარაკდა და პრესის ფურცლები თუ სატელევიზიო ბადე აქტიურად დაეთმო რუსთავის თეატრს. საინტერესოა როგორ აფასებს განვლილ სეზონს სამხატვრო ხელმძღვანელი და რა გეგმები აქვთ ახალი სეზონისთვის. ვესაუბრეთ ლაშა ნოზაძეს.

_ დავიწყოთ განვლილი სეზონის შეფასებით. სეზონმა ისე ჩაიარა როგორც დაგეგმილი იყო?

_ გულწრფელად ვთქვათ, რომ ეს წელი იყო თეატრის “ფეხზე წამოყენების” წელი, შემოქმდებითმა ჯგუფმა არანორმალურად იშრომა, მსახიობებმა გააკეთეს იმაზე მეტი, ვიდრე უნდა გაეკეთებინათ, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მათ. მთელი წელი გუნდურად ვიმუშავეთ და ვცდილობდით ახალი თეატრის მშენებლობას. დავიწყოთ “გველისმჭამელით”, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ სპექტაკლის დადგმა ჩემი ახირება არ ყიფილა, იყო ვაჟა-ფშაველას წელი, ყველას გვინდოდა, რომ თეატრს სეზონი “ქართულად” დაეწყო და რაც მთავარია, ამ სპექტაკლში გამოჩნდა მსახიობების პროფესიონალიზმი. თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ გავაკეთეთ ის ეფექტები, რაც მაყურებელს დავპირდით, ამიტომ სპექტაკლი წავიდა სხვა მიმართულებით. შემდეგ იყო “კრიტი”, რომელსაც მაყურებელი თვითონ დაყვება და სადაც არ უნდა ვითამაშოთ ყველგან ეყოლება გულშემატკივარი და ბოლოს “ნაფტალინი”, რომელიც ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. ამ სეზონზე რა ჩანაფიქრიც მქონდა, იმის 30% განვახორციელეთ. თუმცა, ამ წელმა დამანახა თეატრის ძლიერი და სუსტი მხარეები.

_ ლაშა, დასაწყისშივე ყველა აღიარებდა, რომ პრობლემური საკითხი თეატრისთვის მაყურებლის დაბრუნება იქნებოდა. ამ მხრივ როგორ არის საქმე?

_ გვყავდა 2 ტიპის მაყურებელი: ერთი, რომელსაც უყვარხარ და კარგს და ცუდს კარგად ხედავს და გვერდში გიდგას და მეორე, რომელმაც წინასწარ იცის, რომ სპექტაკლი არ უნდა მოეწონოს. როცა შენს ქალაქში ვიღაც კარგი საქმის გაკეთებას ცდილობს, შენგან “დაჯიჯგვნის” ღირსი არ არის. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი ჯანსაღ კრიტიკაზე, რომელიც მივიღეთ ჩვენ ლაშა ჩხარტიშვილისგან, ნიკა წულუკიძისგან, მარინა ხარატიშვილისგან და სხვებისგან.  თუმცა ვერ დავეთანხმები ზოგიერთ ჟურნალისტს, რომელიც ყველაფერს უკუღმა აღიქვამს. ერთი სიტყვით, მძიმე წელი იყო. გასული სეზონი იყო ნდობის დაბრუნების წელი. ჩვენ ხალხს გავაცანით თეატრი და ახალი სეზონიდან აქტიურად ამუშავდება სალაროს სისტემა. შეიძლება ითქას, რომ მაყურებლის 40% თეატრს დაუბრუნდა.

_ როდის იწყებს რუსთავის თეატრი ახალ სეზონს?

_ სეზონს არ დავიწყებთ ისე ჩუმად, როგორც წინა სეზონი დავიწყეთ. მოეწყობა პრესკონფერენცია, სადაც გახმაურდება ჩვენი გეგმები. სეზონს არსებული რეპერტუარით, სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის გავხნით. “გველისმჭამელი” გახდება ისეთი სპექტაკლი, როგორიც ჩანაფიქრში მქონდა. ამის შემდეგ სურვილი გვაქვს გასტროლები მოვაწყოთ ბოლნისში, თელავში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. ჩვენს სცენაზე წამოვიღოთ სხვადასხვა თეატრების საუკეთესო სპექტაკლები, ნიჭიერმა რეჟისორებმა სპექტაკლები დადგან ჩვენს სცენაზე. რაც შეეხება ახალ რეპერტუარს, მუშაობა დაწყებულია” ჰამლეტზე”. შექსპირი არის აკადემიური თეატრის გვირგვინი და ჩვენც უნდა გვყავდეს ჩვენი შექსპირი. ვისაც შექსპირი უყვარს, ახალი შექსპირის სანახავად უნდა მოვიდეს. რამდენი ახალი სპექტაკლი იქნება ამის თქმა გამიჭირდება, რადგან მთელი წელი წინ არის. გვაქვს ბევრის სურვილი, მაგრამ რა როგორ განხორციელდება დამოკიდებულია მენეჯმეტზე. მოდი ასე ვთქვათ, ყველაფერს გადაწყვეტს “ჰამლეტი”.

_ ლაშა, მკითხველს კარგად ემახსოვრება, რომ “ჰამლეტის” პრემიერას დეკემბერში დაგვპირდით...

_ ძალიან კონკრეტული პასუხი მაქვს, “ჰამლეტი” დეკემბერში იქნებოდა მზად თუ სეზონს მარტში გავხსნიდით. სეზონის დასაწყისმა ოქტომბრამდე გადაიწია და შესაბამისად “ჰამლეტის” თარიღიც შეიცვალა.

_ წინა წელს თეატრი სპექტაკლების გარდა მუსიკალურადაც დატვირთული იყო. რას უნდა ველოდოთ წელს?

_ წინა წელს თეატრმა უმასპინძლა დიდ “ზეიმებს”: არტ-გენი, "ჩვენებურების" იუბილე, 33ა-ს ალბომის პრეზენტაცია, "რეგიონის" საქველმოქმედო კონცერტი და სხვა. წელს კიდევ უფრო დატვირთული იქნება და მიხარია, რომ თეატრმა ეს ფუნქცია შეიძინა და გახდა მუსიკის მასპინძელი. კონკრეტლად რა იქნება, ბუნებრივია ამის თქმა ახლა გამიჭირდება. მაგრამ ერთი უნდა იცოდეს ყველამ, ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ახალი თეატრის მშენებლობას და რუსთავის თეატრი ყოველთვის მოემსახურება რუსთაველების მოთხოვნებს.


ანი ციცქიშვილი
06.02.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: mainteresebs es boroti komentarebi ertma adamianma dawera tu sxvadasxvam???
: ar mesmis am xalxs amdeni shuri da boghma saidan aqvt? netav gamagebina lashas rom gansjit tavad ras aketebt masze uketess??mtavari xalxis siyvarulia da lashas eg aar aklia damijeret. da wvetiani uazro komentarebisgan tavi sheikavet, tu ar mogwont arc kargi tqvat da arc cudi, acadet am adamians normalurad cxovreba.!
: ეს ტუტუცი გოგო კიდევ, ჟურნალისტი რომ ჰგონია თავი და ნოზაძის დატკაცუნებულზე დარბის წინ და უკან. რატომ არ ჰკითხა, ვინ ადგმევინებს, თავისმა ლობისტებმა პანღური რომ ამოჰკრეს ერთ ადგილას.
: ნამდვილად ასეა. უკვე გადაბრუნდებოდა საფლავში შექსპირი. ეს ავადმყოფი რეებს ბედავს. ბროდვეი გააკეთა ბიჭმა, ეგონა თეატრში ხალხს პაჩევნიკებზე შემდგარი 8 მეტრიანი გველით მოიყვანდა. დააფინანსოს კირკიტრაძემ სამკურნალო ფული გამოუყოს, იქნებ ეშველოს.
: შექსპირი ალბათ ამ სტატიის მერე უკვე გადაბრუნდა საფლავში, ოღონდ ძველიც და ახალიც!!!
: ახალი შექსპირი? იქნებ გადაგვითარგმნო რას ნიშნავს და საერთოდ, რა გინდა??????????
: საწყალი შექსპირი ნოზაძის ხელში
ukan
amindis prognozi
რუსთავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.