|
ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანების მხარდაჭერით გასულ კვირას საქართველოს ზონალური პირველობა გაიმართა, რომელშიც ქვემო ქართლისა და კახეთის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
80-მდე სპორტსმენს შორის ჩემპიონ-პრიზიორები 8 წონით კატეგორიაში გამოვლიდნენ, რომლებიც სულ მალე ეროვნულ პირველობაზეც წარსდგებიან.
რაც შეეხება რუსთაველ მოჭიდავეებს, მათგან საუკეთესოდ ტარიელ ნამგალაურმა(60კგ), გიგა ბერიაშვილმა(65კგ.), გიორგი კასაბურმა(75კგ) და ამირან ავალიანმა(90კგ.) იასპარეზეს.
ხოლო მეორე და მესამე ადგილს კი გიორგი მუზაშვილი(65კგ.), იოსებ წერეთელი(70კგ.) და მათე ლაგაზაური(90კგ.) დასჯერდნენ.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირის მიმდინარეობისას, ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ რუსთაველ მწვრთნელს შალვა დარძულს ნაყოფიერი მუშაობისთვის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდებაც მიანიჭა.
_ ნებისმიერ ასაკში საჭიროა სტიმული. ყურადღების ცენტრში, რომ ხარ უფრო მეტი ენერგიითა და ხალისით ეკიდები საქმეს. ჩემთვის სასიხარულოა ეს წოდება და დიდი მადლობას ვუხდი, როგორც ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას, ასევე სასპორტო სკოლების გაერთიანებას,_ აღნიშნა შალვა დარძულმა.
გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს პირველობა თებერვლის ბოლოს გაიმართება.
ნათია ჯიოშვილი
06.02.2012 |