 |
 |
 |
 |
 |
|
| 2010.09.23
ფოთის 24–საათიანი წყალმომარაგება – თაღლითობა თუ ათასწლეულის პროექტი? |
–"ამ პროექტის დასრულებასთან ერთად ფოთში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება. ეს არ იყო არც ფოთის დაფუძნებისას - ნიკო ნიკოლაძის დროს, არც კომუნისტების დროს, ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენს მეგობრებთან ერთად, პრაქტიკულად, მართლა, მეც რომ არ მეგონა, ისეთი რაღაცის გადაწყვეტა. მნიშვნელოვანია, რომ ფოთში წყალიც იყოს და კანალიზაციაც" – 2009 წლის 7 აპრილს, მიხეილ სააკაშვილმა 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის პრეზენტაცია ერთ-ერთი ფოთელის ლორენცი გოგელიძის ოჯახში გამართა და წყალი ონკანიდან საკუთარი ხელით მოუშვა.  |
|
 |
|
| 2010.09.23
,,ახალი ანაკლია” _ ხალხისთვის წართმეულ მიწაზე |
ანაკლიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის გეგმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 8 სექტემბერს გაახმაურა და ადგილობრივებს დაპირდა, რომ ანაკლია 2-3 წელიწადში ყველაზე კარგი საზღვაო კურორტი იქნებოდა.  |
|
 |
|
| 2010.09.01
ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია |
ზაალ კუჭუხიძემ ფოთის # 70 საოლქო კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. იგი, რამდენიმე კვირის განმავლობაში უარყოფდა ხმებს, თნამდებობიდან წასვლის შესახებ. 27 აგვისტოს კი, სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ საუბრის მომენტში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დასაწერად.  |
|
 |
|
| 2010.05.03
ზუგდიდში მკვლელობის მოწმეები პოლიციამ დააშინა |
17 აპრილს, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში პოლიციის უმცროსი ინპექტორის იროდიონ (ირაკლი) შელიას ტაბელური იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ 60 წლის ნუგზარ მანია იმსხვერპლა. იროდიონ შელია ამჟამად დაკავებულია, მას ორთვიანი აღმკვეთი ღონისძიება აქვს შეფარდებული. მომხდარს ზუგდიდის რაიონული პროკურატურა იძიებს. საქმე საქართველოს სს კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და თავისუფლების შეზღუდვას ვადით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ითვალისწინებს.  |
|
 |
|
| 2010.05.03
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა სამეგრელოში |
“თავისუფალი სიტყვის” ჟურნალისტს არ მივიღებ”– ქალაქ ფოთის მერის პირველი მოადგილის, გელა ლაგვილავას ეს დანაბარები, კომენტარზე მისულ “თავისუფალი სიტყვის” ჟურნალისტს მისმა მდივანმა გადასცა, რითაც ადგილობრივი ხელისუფლების ჩვენი მედიასაშუალებისადმი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.  |
|
 |
|
| 2010.04.21
ადმინისტრაციული რესურსის დაუფარავად გამოყენება |
“ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად, სამეგრელოდან დაიწყო. საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები აქ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ წარუდგინა.
ფოთში, კანდიდატების წარდგენა სიმბოლურად, ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან მოხდა, იმ ადამიანის ძეგლთან, რომელსაც “საქართველოსთვის ფოთის ეკონომიკური მნიშვნელობა კარგად ესმოდა, ისევე, როგორც ნაციონალურ მოძრაობას”, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარემ ასე განაცხადა.  |
|
 |
|
| 2010.04.21
სანახევროდ გაკეთებული საქმე -- რაში დაიხარჯა დონორთა მილიონები?! |
„დევნილები ძალიან კმაყოფილები არიან. ახლა, ბინების მათთვის საუთრებაში გადაცემა დავიწყეთ,“ - ეს კომენტარი დევნილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა, ფოთში, მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულებისას გააკეთა. მინისტრმა ფოთში ორი დღე დაჰყო. სუბელიანმა რამდენიმე ობიექტი მოინახულა, სადაც დევნილთა განსახლების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. მცდელობის მიუხედავად, განსხვავებით ცენტრალური ტელევიზიებისაგან, ჩვენი გაზეთისათვის მინისტრმა ზემოთქმულის გარდა, კომენტარი აღარ გააკეთა.  |
|
 |
|
| 2010.04.21
მორჩილების ნიშნით შერჩეული საკრებულო |
თვითმმართველი ქალაქი ფოთი 30 მაისს ქალაქის საკრებულოს 15 კაციანი შემადგენლობით (10 წევრი პროპორციული წესით ანუ პარტიული სიით და 5 მაჟორიტარი დეპუტატი) აირჩევს. თვითმმართველ ორგანოში უმრავლესობით მოსვლის პრეტენზია ყველა მოქმედ პოლიტიკურ პარტიას აქვს. ფოთში (და არა მხოლოდ ფოთში) “ნაცმოძრაობას” უბრალო გამარჯვება არ აკმაყოფილებს, მათი მთავარი ამოცანა “დამანგრეველი ანგარიშით” მოგებაა.  |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ზუგდიდი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 25 °C
|
+ 27 °C
|
|
ღამით |
+ 14 °C
|
+ 14 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|