 |
 |
 |
 |
 |
|
გოროზიამ ყულევის ტერმინალის უფროსს აგინა |
რამდენიმე დღის წინ, საქართველოში, რკინიგზით შემოტანილი ყულევის ტერმინალისთვის განკუთვნილი ტექნიკის გადმოტვირთვის სამუშაოები ჭალადიდის სარკინიგზო მაგისტრალზე, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ზაზა გოროზიას ბრძანებით შეჩერდა.
მოწმეთა მტკიცებით, გოროზიამ აზერბაიჯანელებს ჯერ ულტიმატუმი წაუყენა ტვირთი არ გადმოცალოთო და მერე მათ აგინა. თვითმხილველთა თქმით, რწმუნებულს ეწყინა გინებას თავად ადრესატები რომ ვერ ისმენდნენ და იქ მყოფებს, უბრძანა, რომ გინების ამბავი ყულევის ტერმინალის ხელმძღვანელობისთვის ზუსტად და ოპერატიულად გადაეცათ. გოროზია იმის გამო გაბრაზებულა, რომ ყულევში აზერბაიჯანელები გაზის ტერმინალის მშენებლობას აგვიანებენ. გოროზიას აზერბაიჯანული მხარისთვის ულტიმატუმი წაუყენებია სანამ გაზის ტერმინალის მშენებლობას არ დაიწყებთ, მანამ ტვირთის გადმოცლის უფლებას არ მოგცემთო. გადმოტვირტვითი სამუშაოები რამდენიმე საათით მართლაც შეჩერებულა, რის შემდეგაც ეს ყველაფერი ლამის დიპლომატიურ სკანდალში გადაზრდილა. გადმოტვირთვა მოგვიანებით აზერბაიჯანის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ განახლებულა.
ამ ინციდენტთან დაკავშირებით კითხვის დასმას გოროზიასთვის ვაპირებდით, თუმცა ერთი კვირა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, რის შემდეგაც მისი პრეს-სამსახურის უფროსს, ლალი გელენავას დავუკავშირდით და კითხვა ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნეთ. დაპირების მიუხედავად, პასუხი არ მიგვიღია. სატელეფონო ზარებს გელენავაც აღარ პასუხობდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყულევის “შავი ზღვის ტერმინალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, იმრან აივაზოვს მივმართეთ, რათა მისგან გენერალური დირექტორის, კარიმ გულიევის კომენტარი მოგვეპოვებინა, თუმცა პასუხი არც მისგან მიგვიღია. აივაზოვმა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ “გუბერნატორთან ახლობლური ურთიერთობა მაქვს და ყოველთვის ვეუბნები, რომ ტერმინალის საქმიანობაში ჩარევა მისი ფუნქცია არ არის.”
იზა სალაყაია
23.09.2009 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
20 |
| : |
Glad I've fnlialy found something I agree with! |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ზუგდიდი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 3 °C
|
+ 2 °C
|
|
ღამით |
-1 °C
|
-2 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|