 |
 |
 |
 |
 |
|
კორშია vs ცხვიტარია |
მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გია კორშია მისი განცხადებების წყალობით, მედიის ინტერესის საგანი ხშირად ხდება. ამჯერად, ექსპრემიერ ნოღაიდელის თანაპარტიელი და ლოთი ქობალიას თანამებრძოლი, ხელისუფლებას მასზე მუქარის განხორციელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მუდმივად უშიშროების თვალთვალის ქვეშაა. ამის შესახებ ბრიფინგზე თავად ზურაბ ნოღაიდელმაც ისაუბრა.
გია კორშია:
_“პარტიის დაარსების დღიდან, სულ უშიშროების ხალხი დამდევს და გულმოდგინედ ამოწმებს ყოველ ჩვენს ნაბიჯს. რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდის მაცხოვრებლებთან შესახვედრად წასვლისას, მინდოდა რამდენიმე ჟურნალისტი წამეყვანა, მაგრამ ჟურნალისტების უმეტესობა რადგან მანდილოსნებია, მათთვის რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა ვინმეს, ხელჩართული ბრძოლა მომიწევდა. ჩემი ეჭვები გამართლდა, აქედანვე გამოგვყვა უშიშროება. იქაც, სულ მოსყიდული ხალხი მოიყვანეს. დააჭერინეს ზვიადის სურათები, პლაკატები, ჩააცვეს ძაძები და გაიმართა სპექტაკლი. ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება. აქედან გამომდინარე შეურაცხადი უნდა ვიყო, რომ ეჭვი არ მქონდეს არჩევნების გაყალბებაზე. აქტიურად ვმუშაობთ დამკვირვევლების კანდიდატურებზე.
_რა იცით, რომ ხალხი ვინც გითვალთვალებთ უშიშროებიდანაა და პირადად, თქვენზე განხორციელდა თუ არა რაიმე ტიპის ზეწოლა?
_”ეს პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს. რაც შეეხება უშიშროებას, მანქანებს ვცნობთ. ჩვენც გვიცხოვრია ამ ქალაქში და ვიცით ვინ რას წარმოადგენს. ახლა არ დავასახელებ მის ვინაობას. რაც შეეხება ზეწოლის ფაქტს: ხარების დღესასწაული იყო, მეგობრებთან ერთად ვიყავი. დამირეკა დარეჯან ცხვიტარიამ. დიდ ხანია ვიცნობ, ძველი თანამებრძოლები ვართ. მოკლედ, მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა. სად ხარ, სად გნახო მეთქი?-ვკითხე. მერიაში ვარ და როგორ მერიაში მოხვალო?_გაიკვირვა. ვფიქრობ, რომ არ არსებობს საჯარო სამსახური, სადაც არ მიმესვლება და ვუპასუხე: ცოტა ხანში მოვალ-მეთქი. მართლაც, მეგობართან ერთად ვესტუმრე ქალბატონ დარეჯანს კაბინეტში. მითხრა: მენანები, არადა, ერთი სიტყვა რომ ვთქვა, აქ აღარ იქნებიო. იყო თუ არა ეს მუქარა ან ზეწოლა, რომლის უკანაც მთავრობა დგას, ეს ხალხმა გადაწყვიტოს”.
კორშიას ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება დარეჯან ცხვიტარიამ არ ისურვა, რომელიც საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. მან კორშიას ბრალდებები “პოლიტიკურ ბოდვად” შეაფასა და თემის განვრცობა აღარ ისურვა.
მარი დიაკოვა
21.04.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
ზუგდიდი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 3 °C
|
+ 2 °C
|
|
ღამით |
-1 °C
|
-2 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|