პროექტი წარმოადგენს პირველ ორგანიზებულ საბითუმო ვაჭრობის ერთადერთ ანალოგს ამიერკავკასიის მაშტაბით.
პირველი ქეშ & ქერი უკვე ფუნქციონირებს ქალაქ
ზუგდიდში. უახლოეს პერიოდში იგეგმება ფილიალის გახსნა თბილისში, ხოლო წლის
ბოლოსთვის „ჯიბე" - ქეშ & ქერის საბითუმო ობიექტების ქსელი ქვეყნის
ოთხ სხვადასხვა რეგიონში იფუნქციონირებს.
ქეშ & ქერი მსოფლიოში გავრცელებული ორგანიზებული
საბითუმო ვაჭრობის ფორმაა,სადაც პროდუქციის ფართო ასორტიმენტის რეალიზაცია
წარმოებს პირდაპირ მსხვილი საბითუმო ცენტრებიდან, მხოლოდ საბითუმო ფასებში.
ქეშ & ქერის მომხმერებელია ნებისმიერი
იურიდიული პირი, ორგანიზაცია, კომერციული ობიექტი ან დაწესებულება.
ისეთები როგორიცაა: მაღაზია, სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ოფისი,
სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაცია და ა.შ. აქ ვაჭრობა მიმდინარეობს მომხმარებლის პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე.
„ჯიბე" - ქეშ & ქერი აქტიურად თანამშრომლობს
პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან.
ურთიერთხელსაყრელი ბიზნეს პირობები და მათი მუდმივი დაცვა „ჯიბე"-ქეშ
& ქერის დევიზია.
ბაზარზე პროდუციის მიწოდების ერთ-ერთი მსხვილი არხი და
მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვის უნიკალურ შესაძლობლობას სწორედ ქეშ
& ქერი იძლევა. ცოდნისა და ენთუზიაზმის
სინთეზი უცხოელ პარტნიორებთა ერთად ქმნის ასპარეზს ქართულ ბაზარზე
ნოვატირული პროექტების განხორციელებისთვის.
27.05.2010 |