26 იანვარს ბორჯომში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით ბაქრაძე, რომელმაც დაათვალიერა ახალი წყალსადენის მშენებარე სადგერის საფილტრი სადგური, სადაც შეხვდა და ესაუბრა რაიონის მოსახლეობის წარმომადგენლებს.
,,ფირუზა~ ყოველთვის ბორჯომის სავიზიტო ბარათი იყო. პარკის შესასვლელთან არსებული ლამაზი შენობა იპყრობდა მოაგარაკეთა ყურადღებას. მისი საოცარი სარკეებიანი აივანი ხომ რაღაც შეუცნობელი, იდუმალი ზღაპრის სამყაროში წარმოგადგენინებდა თავს. ყოველთვის გაინტერესებდა აქ, ამ სილამაზის მიღმა რა იმელებოდა, როგორი იყო იგი შიგნით, ოდესღაც, როცა ირანის ელჩმა იგი თავის ერთ-ერთ მეუღლეს უსახსოვრა. ზღაპრები იქით...
დღევანდელი ყოფა კარგი ცხოვრების მაუწყებელი არ არის. თუ საჯარო დაწესებულებაში არ მუშაობ, ხელფასს ვერ აიღებ, წელში გამწყვეტი, ყოვეწლიურად გაზრდილი კომუნალური გადასახადები, უმუშევრობა, თითქმის მიუწვდომელი სამედიცინო მკურნალობა და სხვა ხარჯები საგონებელში აგდებს უბრალო ადამიანებს.
ცნობილია, რომ ბორჯომს უკრაინის ქალაქ პოლტავასთან მეგობრული კავშირი აქვს დამყარებული. ჯერ კიდევ შარშან მოეწერა ხელი მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ამის შემდეგ ორივე ქალაქმა გაცვალა დელეგაციები.
მოსახლეობის კატასტროფულად კლების ტენდენციაც ცნობილია და ერთჯერადი ღონისძიებებით მისი გამოსწორება არაფრის მომტანია, თუ ქვეყნის ხელისუფლებამ რადიკალური ზომები არ განახორციელა ერის გამრავლების თვალსაზრისით და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
როგორც გაეროს დემოგრაფიული პრობლემების შემსწავლელი კომისია იუწყება, 2050 წლისთვის ქართველი ერი განახევრდება.
ბოლო პერიოდში ბორჯომში რამდენიმე მნიშვნელოვან მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ახალი უბნის ტერიტორიაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე უკვე დამთავრდა ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის რეგიონალური სამსახურის ოფისის მშენებლობა. მის გვერდით კი დამთავრების ფაზაშია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბორჯომის ოფისის ახალი შენობა.
იანვარი დასასრულს უახლოვდება. თოვლი ჩვენს თეთრ მარგალიტში _ ბაკურიანში მართალია უხვადაა, მაგრამ, როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და კურორტზე მყოფი გარემოვაჭრეები ამბობენ, რომლებიც დაბის ცენტრალური ქუჩის გარდა, სხვა ხალხმრავალ ადგილებშიც დილიდან საღამომდე დგანან თავიანთი პატარა დახლებით, ისე ვეღარ ვაჭრობენ, როგორც იანვრის პირველ ნახევარში, რადგან მოაგარაკეთა რიცხვმა იკლო.
გაზეთ ,,ბორჯომის 2011 წლის 8 დეკემბრის (#48) ნომერში გამოქვეყნდა წერილი სათაურით: ,,ძეგლებმა ფეხი აიდგეს?!~, რომელშიც ხაზგასმით იყო მითითებული, რომ უკანასკნელ ხანს გახშირდა ცნობილი ძეგლების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანის შემთხვევები. ავტორი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ შესაძლოა ბორჯომში არსებული ძეგლებიც სხვაგან გადაიტანონ.
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.