მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
2012.05.03    ,,რუმს-ბორჯომი~ ოთხვარსკვლავიანი იქნება
სასიხარულოა ფაქტია ის, რომ ბორჯომი ხარაჩოებშია ამჯამად, ხუთი სასტუმრო შენდება და წლის ბოლოს ხუთივე ექსპლუატაციაში გადაეცემა. სულ მცირე 500 ადამიანი დასაქმდება და ამდენივე ოჯახი შვებას იგრძნობს. ახალ სასტუმროებში დასაქმებულ ადამიანებთან ერთად სასტუმროსათვის თანხვედრი დარგებიც ამუშავდება და ბორჯომელებს შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ. მერე ღიმილიანი და ხალისიანი ხალხიც ბევრი გამოჩნდება ჩვენში და ქალაქიც თანდათანობით დაიბრუნებს ძველ ფუნქციას.
2012.05.03    შეგონებანი ჯერარდაბეჭდილი წიგნიდან ნუ განვსჯით, დღემდე ვინ როგორ იცხოვრა
ტელეკომპანია ,,ობიექტივის~ ჟურნალისტია ბორჯომში დაბადებული და აღზრდილი კოტე ინაშვილი, იგი უძღვება რუბრიკას ,,შეეხმიანე პატიმარს~. ამას წინათ კოტემ ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება, რომ ადვოკატმა სალომე აბულაძემ შექმნა ,,უპოვარ პატიმართა დახმარების ფონდი~, სადაც პირველი 3 ათასი ლარი მან შეიტანა.
2012.05.03    ,,ბაკურიანი ჩვენია, ჩვენი მოსავლელია~...
ეს მშვენიერი სლოგანი ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით და სწორედ ამ სლოგანით გამოუშვეს მათ პატარა ბუკლეტები, სადაც ნაგვის მოვლის ინსტრუქციებია დასურათებული... ნუ დავყრით პოლიეთილენის პარკს ქუჩაში, ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიშია!
2012.04.26    ოპტიმიზმით გულანთებული გამგებელი
მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბატონ მამუკა ხვედელიანთან ინტერვიუს ჩაწერა რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი, იმიტომ კი არა, რომ კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა, უბრალოდ ჩემთვის ვერ მოიცალა, მის კაბინეტთან ყოველთვის ხალხმრავლობაა, თითოეული დღე და საათი დატვირთულია შეხვედრებით, თათბირებით, ღონისძიებებით. ან თბილისშია, ან ბაკურიანში, ტაბაწყურში, ახალდაბაში, ტაძრისში, საქმე ყველგან თავსაყრელია...
2012.04.26    ნერგების დარგვის აქცია _ ბორჯომში
21 აპრილს ბორჯომში მართლაც სასარგებლო აქცია გაიმართა. ეს დღე ნერგების დარგვას მიეძღვნა.
2012.04.26    სასტუმრო ,,ბორჯომი-პალასი~ აგვისტოდან ამოქმედდება
_ საკმაოდ შემჭიდროებულ დროში _ 1 აგვისტოდან აქ ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო სახელწოდებით ,,ბორჯომი-პალასი~, რომელსაც ექნება 60 ნომერი 120 ადგილით. სასტუმრო იქნება გამაჯანსაღებელ-სამკურნალო მიმართულების. მას ექნება ბალნეოლოგიური, ფიზიოთერაპიული და დიაგნოსტიკური განყოფილებები. ასე რომ, ადამიანები აქ არა მარტო დაისვენებენ, იმკურნალებენ კიდეც.
2012.04.26    ჟურნალი ,,გვარიშვილობა~ თქვენს სამსახურში
საგვარეულო კავშირმა თავისი საქმიანობა დაიწყო ჟურნალ ,,გვარიშვილობის~ გამოცემით, რომელიც ყოველთვიურად გამოდის და ფართო პროპაგანდას უწევს ქართული გვარების ისტორიას და დღევანდელობას. ჟურნალში მრავალ საინტერესო წერილს წაიკითხავთ ქართული გვარების გენეზისის შესახებ, გვარის წინამძღოლები მოგვითხრობენ თავიანთ საქმიანობაზე და სხვა.
2012.04.26    ბაკურიანელ მოთხილამურეთა ტრიუმფალური სვლები
სპორტსკოლის მუშაობა შედეგებით ფასდება და ჩვენი გუნდის პირველი ადგილიც ამის დასტურია, ამასთან ყოველთვის ზამთრის სპორტული სეზონის დამთავრებისას ხდება ქვეყნის ნაკრების დაკომპლექტება. ყველა ასაკში ნაკრების წევრებად ბაკურიანელებს ვიხილავთ.
2012.04.19    უმუშევრობა თრგუნავს ადამიანს
დიახ, უმუშევრობას მწყობრიდან გამოჰყავს ადამიანი, თრგუნავს, უკარგავს ყველაფრის ხალისს. იგი ყველანაირი დანაშაულის საფუძველია. ეს დიდი ხანია დამტკიცებულია მეცნიერების და სოციოლოგების მიერ. ამიტომაა, რომ დღეისათვის ხელისუფლების #1 პრობლემად უმუშევრობაა აღიარებული.
2012.04.19    ხალხის აზრი გასათვალისწინებელია
გაზაფხულის დადგომასთან და გამოამინდებასთან ერთად რაიონის ხელმძღვანელობა ბევრ სიახლეს ჰპირდება ბორჯომელებს და ბორჯომის სტუმრებს. ამ სიახლეებზე გაზეთის მომდევნო ნომრებში მოვახსენებთ ჩვენს მკითხველებს, ამჯერად კი ორ მცირე მშენებარე ,,ობიექტზე~ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას: ერთი შენდება კოსტავას სახელობის ბაღში, ყოფილი კინოთეატრის წინ, მეორე _ ქალაქის ცენტრში, მტკვრის მარცხენა სანაპირო სკვერში,
2012.04.12    9 აპრილი მუდამ უნდა გვახსოვდეს!
23 წელი გავიდა საქართველოს ისტორიის ტკივილიანი წარსულიდან _ სისხლიანი 9 აპრილიდან. ყოველი დიდი ისტორიული მოვლენა სისხლმა თუ არ შეღება, ქრისტესმიერმა ცოდვის მომნანიებელმა სისხლმა თუ არ გამოჟონა, იგი ისტორიის ლაბირინთებში იკარგება და შეუმჩნეველი რჩება. ვაჟა-ფშაველა ბრძანებდა: ,,უმსხვერპლოდ არსად რა გაკეთებულა, არც გაკეთდება~. 9 აპრილის მსხვერპლი იყო დიდი ნაბიჯი საქართველოს თავისუფლება-დამოუკიდებლობისაკენ.
2012.04.12    ჩვენც შევიტანთ წვლილს ბორჯომის გალამაზებაში
ამჟამინდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სრულიად განსხვავდება წინა წლებში არსებული ჩინოვნიკებისაგან, რომლებიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობენ რაიონის მოსახლეობის ყველა წრეებში. ბატონები მამუკა ხვედელიანი და ბესიკ ქურდაძე მაქსიმალურს აკეთებენ მოსახლეობის ეკონომიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, სამუშაო ადგილების შექმნისათვის, ქალაქის სანიტარიული და ესთეტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
2012.04.12    იმ დღეს პოეზიის ზეიმი იყო
,,პოეზია ღმერთებთან სალაპარაკო ენაა~, _ ბრძანებდა დიდი ილია. ჯვართან, ხმალთან, ხართან და ვაზთან ერთად ხალხურმა პოეზიამაც გადაარჩინა და შემოგვინახა საქართველო. ლექსი ჰიმნია, შეძახილია, ხვალინდელი დღის იმედია. ასე იყო ოდითგანვე და ასეა ახლაც, ჩვენს გაჭირვებულ ცხოვრებაში. ბრძოლაში დაცემულ ქართველ მებრძოლს უბეში ჩადებული ,,ვეფხისტყაოსანი~ უპოვეს...
2012.04.12    ახალი საავადმყოფოს გახსნის მოლოდინში
ბორჯომში დამთავრდა დევიზად ქცეული 100 საავადმყოფოდან ერთ-ერთის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და რომლის მშენებლობის პირველი ეტაპი ნელი, ხოლო მეორე ეტაპი _ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. მშენებლობა სხვა ფირმამ დაიწყო, მაგრამ მშენებლობაში დაშვებული შეცდომების შედეგად, იგი სხვა ფირმამ ,,ერთი-ჯიმ~ გააგრძელა. დამკვეთი ,,ჯი პი აი~ ჰოლდინგი იყო.
2012.04.12    თავისუფლების მსხვერპლი
არეულია ჩვენი სახლი ყოფიერებისა _ ქართული ენა, მშობლიური, ერთადერთი, განუმეორებელი, უალტერნატივო თავშესაფარი, რომელიც ჩვენი უგულისყურობითა და დაუდევრობით ფარღალალა ჩალურად ვაქციეთ. ახლაღა ვხვდებით, ენა ზნეობრივი მოვლენაც ყოფილა. დღეს სწორი მეტყველება და გამართული სტილით წერა უხერხულ ტონად არის მიჩნეული, რადგან ირგვლივ შუაბაზრის კილო ბატონობს.
<<   123456 >>
ukan
amindis prognozi
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 5 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.