მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
,,ბესტსელერი~ გთავაზობთ ახალ წიგნებს

,,ბორჯომი~. 6 აგვისტოს სარაიონო ბიბლიოთეკის წინ, დილიდან=ვე მიმდინარეობდა წიგნების რეალიზაციის აქცია, რომელიც სადისტრიბუციო წიგნების კომპანია ,,ბესტსელერმა~ განახორციელა. გამოფენა-აქციაზე გასაყიდად გამოტანილი იყო ახლადგამოცემული წიგნები, ენციკოპედიები, ლექსიკონები, საბავშვო, რელიგიური და სხვა სახის ლიტერატურა.
როგორც წიგნების სადისტრიბუციო კომპანია ,,ბესტსელერის~ დირექტორმა დავით გოცირიძემ გვითხრა, აქცია საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. ჩვენი კომპანია ბორჯომის მოსახლეობას და დამსვენებლებს სთავაზობს წიგნების ფართო ასორტიმენტს, უნიკალური წიგნების გამოცემებს. აქცია ერთობლივად ტარდება რაიონის ბიბლიოთEეკასთან ერთად, რომელიც ამ აქციის ორგანიზატორია.
სამომავლოდ ბიბლიოთეკაში დაფუძნდება წიგნის კლუბი, რომელიც მომარაგდება ახალი წიგნებით და ბორჯომის მოსახლეობას სთავაზობს ყველა გამოცემულ ახალ წიგნს _ მკითხველი მოიძიებს ინტერნეტში ამ ახალ წიგნს.
როგორც სარაიონო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნაირა ალხაზიშვილმა გვითხრა, ,,ბესტსელერთან~ გაფორმებულია ხელშეკრულება. კომპანია გვიგზავნის კატალოგებს, ჩვენ ვარჩევთ, თუ რომელი წიგნი ესაჭიროება ჩვენს ბიბლიოთეკას და ვუკვეთავთ. აღსანიშნავია, რომ ბესტსელერი წიგნებს ათპროცენტიანი ფასდაკლებით გვაძლევს და საერთოდ მათი მომსახურებით კმაყოფილნი ვართ და დიდ მადლობას მოვახსენებთ კარგი დამოკიდებულებისთვის. შეკვეთილი წიგნები მათ ადგილზე მოაქვთ. ახლახან 5000-ზე მეტი წიგნი შევიძინეთ. ბიუჯეტი ითვალისწინებდა 8 ათასი ლარის ღირებულების წიგნის შეძენას.
ბიბლიოთეკაში ახალმა წიგნმა და მკითხველმა საკმაოდ იმატა.
,,ბესტსელერის~ აქციამ ბორჯოMში სამ დღეს გასტანა _ წიგნების გაყიდვამ წაღვერსა და ბაკურიანში გადაინაცვლა.


ირინა კუჭუხიძე
12.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -3 °C -3 °C
ღამით -12 °C -13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.