მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ბაკურიანი უახლოეს მომავალში 5 ათას ტონა წყალს მიიღებს

,,ბორჯომი~. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს წყალკანალიზაციის რეაბილიტაციის სამუშაოები,  მთლიანად იცვლება ძველი გაყვანილობა და შენდება თანამედროვე სათავე და გამწმენდი ნაგებობები. წყლის შემკრები რეზერვუარები და ფილტრები. ასეა ქალაქ ბორჯომსა და ბაკურიანში.
აი, უკვე წელიწადნახევარზე მეტია სამუშაოთა მთელი ფრონტია გაშლილი ბაკურიანში. გადათხრილ ქუჩებში მიმდინარეობს კანალიზაციის და სასმელი წყლის მილების ჩაწყობა, ამაზე შემდგომ.  დღევანდელი ჩვენი რეპორტაჟი კი კომპანია ,,მამისონის~ მიერ მიმდინარე სამუშაოებს ეხება.

თუ რა გაკეთდა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, გვესაუბრება მშენებლობის ხელმძღვანელი თამაზ ცერცვაძე.
_ ხვალინდელი ბაკურიანისთვის და მისი წყლით 24 საათიანი მომარაგების მიზნით სასტუმრო ,,თრიალეთის~ გადასახვევთან აშენდა ორ-ორიათასკუბმეტრი წყლის ტევადობის რეზერვუარები. 5 მეტრიანი სიმაღლის რეზერვუარები უკვე გაისინჯა, გაჟონვა არ ყოფილა. ორივე სპეციალური იზოლაციით საიმედოდაა დაცული და მოთავსებულია მიწაში. მიწის ზემოთ განთავსებულია 16 სპეციალური საჰაერო და ხუფები.
 აქვე 100 მეტრში აშენდა საგუშაგო ჯიხური წყლის რეზერვუარების სამეთვალყურეოდ, მას ხომ მალე სტრატეგიული დანიშნულება ექნება.
 ციხისჯვრის აბანოებთან მდინარე კუმინსკის სათავეზე აიგო წყალშემკრები სათავე-ნაგებობა. ანდეზიტში გარემონტდა წყლის სატუმბი და ელექტროსატრანსპორტო შენობები, ასევე ორი 500 კუბმეტრიანი წყლის რეზერვუარი. ბაკურიანიდან  ანდეზიტამდე გაყვანილი იქნა 275 მმ-იანი დიამეტრის 5 კმ-ის სიგრძის მაგისტრალი. ანდეზიტიდან ბაკურიანის რეზერვუარებში 1000 ტონა წყალი შემოვა, ხოლო დიდველის მთებიდან 4000 ტონა წყალი შემოვა. ე.ი სულ ბაკურიანი მიიღებს 5 ათას ტონა წყალას.
ახლა ამ ეტაპზე, როცა ძირითადი სამუშაოები თითქმის დამთავრებულია, შესაძენია ტუმბოები ანდეზიტისთვის და გასაკეთებელია მისი სამონტაჟო სამუშაოები. ასევე შესაძენია 5კმ სიგრძის 273 მმ დიამეტრის მილი ლითონის ორმაგი იზოლაციით, ასევე უკვე მოვამზადეთ ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები, როგორც ბაკურიანში, ასევე ანდეზიტში, სულ დაახლოებით 800 ათასი კვმ. მიწის ნაკვეთია, სადაც ჩვენი წყლის სისტემებია განლაგებული, ანუ როგორც ახლა ვუწოდებთ, კურორტ ბაკურიანის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები.
ბატონო თამაზ, პრობლემები თუ გაქვთ?
_ რა გითხრათ, როცა ჩვენმა კომპანიამ მუშაობა დაიწყო, მაშინ მილი თავისი ორმაგი იზოლაციით 43 დოლარი ღირდა, (იგი  თურქეთიდან შემოგვაქვს), ახლა 52 დოლარი ღირს.
წყლის შიდა გაყვანილობასაც თქვენ გააკეთებთ?
_ არა, წყლის შიდა გაყვანილობას მოსახლეობაში,  ასევე ფილტრებს სხვა კომპანია გააკეთებს, ფილტრების ნაგებობა დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით იქნება რეზერვუარებიდან.
 როდის დატოვებს ,,მამისონი~ ბაკურიანს?
_ კომპანია ,,მამისონი~ ნოემბერში დატოვებს აქაურობას და ბაკურიანს მძლავრ წყლის რეზერვუარებს დაუტოვებს.
რეზერვუარებიდან იმ ადგილებისაკენ გადავინაცვლე, სადაც საფილტრი ნაგებობები უნდა აშენდეს კომპანია ,,ნიუ-ენერჯის~ მიერ.

 დაიწყო საფილტრი შენობის მშენებლობა

კომპანია ,,მამისონის~ მიერ მომზადებულ და აშენებულ წყლის რეზერვუარებში, სადაც 5 ათასი კუბმეტრი წყალი  უნდა ჩავიდეს, იქვე 200 მეტრში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საფილტრი შენობის ასაგებად. აქ ახლა, სადაც ადრე ბიატლონის ტრასა იყო, უცხოური ტიპის გრეიდერების ხმაურია, კომპანია ,,ნიუ-ენერჯი~ (გენერალური დირექტორი ნიკა შაქარაშვილი, ობიექტის უფროსი ნუგზარ წულუკიძე) აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს, ადგილზე სამუშაოთა მწარმოებლის ზვიად ბერაშვილის თქმით, უკვე დაწყებულია საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები, სადაც დაიწყება წყლის გამწმენდი ნაგებობის აშენება.  დაიდგმება და მოთავსდება საფილტრი დანადგარები. წყალი პირველად შემოვა აქ და გაფილტრულ-გასუფთავებული გაივლის დაახლოებით 150-200 მეტრს და ჩავა რეზერვუარებში, საიდანაც წყალი შემდგომ ეტაპზე მოსახლეობისკენ აიღებს გეზს. ფილტრების მოწყობისთვის  სპეციალური შენობა აშენდება. კომპანია ,,ნიუ-ენერჯი~ მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს.
_ ოქტომბერში  უნდა დავასრულოთ რკინა-ბეტონის ყველა სამუშაო, მათ შორის ოფისები მომსახურე პერსონალისთვის, გააჩნია ამინდები როგორ შეგვიწყობს ხელს, ოფისები მომსახურე პერსონალისთვის სადგერშიც უნდა გაკეთდეს, სწორედ აქედან უნდა მიეწოდოს გაფილტრული წყალი ბორჯომს და ამასაც, ალბათ, ,,ნიუ-ენერჯი~ გააკეთებს. სამწუხაროდ, უნდა ითქვას ისიც, რომ ხშირად გვაკითხავენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ადგილი, _ ბიატლონის ტრასის ტერიტორია, სადაც ჩვენ სამუშაოებს ვაწარმოებთ, მათი კუთვნილებაა და, ცოტა არ იყოს, ბევრი ახსნა-განმარტება გვჭირდება. აღნიშნულ ტერიტორიას მშენებლობის დამთავრებისთანავე გავასუფთავებთ. რაც შეეხება ფილტრებს, მას ისრაელის კომპანია ,,ტაჰილი~ გააკეთებს, _ განაცხადა ჩვენთან საუბარში ბატონმა ზვიადმა და დასძინა: _ იმედი გქონდეთ, ჩვენი კომპანია რასაც აკეთებს, აკეთებს ხარისხიანად, ამასთან, იგი ეწევა დიდ ქველმოქმედებასაც _კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებისთვის აშენებს ეკლესიას.
 


სოფიკო ხეთაგაშვილი
26.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
amindis prognozi
ახალციხე დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -3 °C -3 °C
ღამით -12 °C -13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.